ლუის ენრიკე: დანი ალვეშზე ზაფხულში ვილაპარაკოთ

AutoSharing Option
"სპორტს მოულის" ინფორმაციით, ლუის ენრიკე დანი ალვეშის "ბარსელონადან" წასვლაზე მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ ილაპარაკებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველის კონტრაქტი სეზონის ბოლოს სრულდება, კლუბი და ფეხბურთელი ვერაფრით შეთანხმდნენ კონტრაქტის გაგრძელებაზე.

"ახლა ისეთი სიტუაციაა, სჯობს, ორივე მხარემ შეინარჩუნოს სიმშვიდე. ალვეშის შესახებ სეზონის მერე ვისაუბროთ", - განუცხადა ბრიტანულ გამოცემას კატალონიელთა თავკაცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული