ლიონელ მესი: 2014 წელს ბევრი პრობლემა მქონდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ "Mundo Leo"-ს ინტერვიუ მისცა. არგენტინელმა ფეხბურთელმა წინა სეზონში მის წარუმატებლობაზე, "ბარსელონას" ამჟამინდელ ფორმაზე და ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც კატალონიელები "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.

"ვცდილობ, წელს საუკეთესო ფორმაში შევიდე. ვიცი,რომ განვლილი სეზონი ჩემთვის არცთუ ისე კარგი იყო. იმ დროს, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ პრობლემები მქონდა...

ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ფორმის დაბრუნება და ძველებურად ათამაშება. ეს ჩემი მთავარი მიზანი იყო და ეს სეზონი სწორედ ამ მიზნით დავიწყე.

"ბარსელონა" ამ დროისთვის მართლაც კარგ ფორმაში იმყოფება. ახლა
გუნდში სხვა ენერგია და შემართებაა. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, კარგად გამოგვდის. ჩვენდამი დამოკიდებულება შეიცვალა, დიდი ნდობა გვაქვს. ამიტომაცაა, რომ ასე კარგად ვთამაშობთ, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა.

"მანჩესტერ სიტიში" დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ. ასე რომ, რთული შეხვედრა გველის. დარწმუნებული ვარ, მათი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლა იქნება.

"სიტი" გასულ სეზონთან შედარებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა. დიდი თამაში იქნება", - განაცხადა მესიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული