ლა ლიგა. XXIV ტურის წინ: ლუკას გახარება

AutoSharing Option
ფოტოზე: ნოემბრის მერე ტრავმირებულმა ლუკა მოდრიჩმა ვარჯიში დაიწყო!
"რეალი" ქულით უსწრებს "ბარსელონას" და უკეთეს მდგომარეობაშია - უკან მოიტოვა ლიგის მერვედფინალის პირველი დაპირისპირება და თანაც, გელზენკირხენში ბრწყინვალე შედეგი დაიბევა.

აი, ბარსელონას კი "მალაგასთან" დაპირისპირებიდან სამ დღეში ურთულესი სტუმრობა ელის მანჩესტერში.

კარგი ამბები "სამეფო კლუბში"
კვირა დღის "მენიუ" ვალენსიის მხარეში სრულდება - ჩემპიონატის ლიდერ "რეალს" "ელჩე" მასპინძლობს. 2015 წლამდე "ელჩეზე" თამამად შეიძლებოდა თქმა, რომ "ელჩე" პრიმერას ყველაზე სუსტი გუნდია, მაგრამ ახლა - ნურას უკაცრავად. დღევანდელი ფორმით, "ელჩე" მხოლოდ 4 დაწინაურებულ გუნდს ჩამორჩება, "რეალს",
"ბარსელონას", "ატლეტიკოს" და "ვალენსიას".

კარლო ანჩელოტის კრებული იოლად გამოვიდა ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებიდან, "შალკეს" ნაკლები ენერგიით მოთამაშე "რეალიც" ეყო, თანაც სამმატჩიანი უგოლო სერიის მერე გაიტანა კრიშტიანო რონალდომაც.

ამ შეხვედრის შემდეგ ტონი კროოსმა დასცინა მათ, ვინც "რეალის" კრიზისზე" ლაპარაკობდა: "რა კრიზისი? ასეთ კრიზისზე მსოფლიოს გუნდების უმეტესობა ოცნებობს".

კრიშტიანო "რეალის" ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა, "შალკეს" კარში გატანილი გოლი  პორტუგალიელისთვის 290-ე იყო "თეთრების" მაისურით. ამ მაჩვენებლით, ის კარლოს სანტილიანას გაუტოლდა. წინ მხოლოდ რაული (323 გოლი) და ალფრედო დი სტეფანო (308) არიან. ამ სეზონში ალბათ, ვეღარ, მაგრამ მომავალში რონალდოს ძალუძს რეკორდსმენად გახდომა.

"რეალის" ბანაკში კიდევ ერთი კარგი ამბავია - ნოემბრის მერე ტრავმირებულმა ლუკა მოდრიჩმა ვარჯიში დაიწყო! ხორვატი ნახევარმცველი, რომელიც იტალიის ნაკრებთან დაპირისპირებაში მძიმედ დაშავდა, უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ლუკა მალე დაუბრუნდება "სამეფო კლუბს", თუმცა "ელჩესთან" მატჩში ხორვატი არ იქნება. ისევე, როგორც არ იქნებიან სერხიო რამოსი, ხამეს როდრიგესი, სამი ხედირა და ფაბიო კოენტრაო.

დანაკლისი დიდია, თუმცა "რეალის" შემადგენლობაც დიდი და მრავალფეროვანია.

"რეალში" კარგი განწყობა გრძელდება, კლუბი მზადაა, ახლად გამოჯანმრთელებულ პეპეს ხელშეკრულება გაუგრძელოს. 31 წლის პორტუგალიელი მადრიდში 2007 წლიდან თამაშობს.

სერია უნდა გაგრძელდეს
შაბათს "ბარსელონა" კრიზისში მყოფ "მალაგას" მასპინძლობს. ანდალუსიელებს თუ უჭირთ, სამაგიეროდ, "ბარსა" ძალიან ყოჩაღობს - ლუის ენრიკეს გუნდს ზედიზედ 11 გამარჯვება აქვს მოპოვებული და არა გვგონია, მე-12-ის მოპოვება გაუჭირდეს.

ბოლოს "ბარსელონამ" 5 იანვარს წააგო "რეალ სოსიედადთან" სტუმრად - 0:1. რომ არა დევიდ მოიესის გუნდის გმირობა, "ბარსას" ბოლო მარცხი 1-ლი ნოემბრით დათარიღდებოდა!

კატალონიელებს დაუბრუნდა ტრავმირებული დუგლასი. ასე რომ, ლუის ენრიკე მხოლოდ თომას ვერმალენს მოისაკლისებს, რომელიც თითქმის არავის აღარ ახსოვს.

"ჩვენ "ბარსელონა" ვართ და ეს ჩვენი მოვალეობაა, ვიბრძოლოთ ტიტულებისთვის. ჩვენ არ გვსურს სეზონის ხელცარიელად დასრულება, როგორც ეს შარშან მოხდა", - აცხადებს ლეო მესი, რომელიც ფანტასტიკურ ფორმაში შევიდა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური
პარასკევი. 20 თებერვალი
ხეტაფე-ესპანიოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: კასტრო - გარსია, სანჩესი, კოლოტო
ტრავმა: ლაფიტა, ლაგო, იოდა (?) -
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +8=7-10, (31-26)

შაბათი. 21 თებერვალი
ბარსელონა-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: - ამბრაბატი, კამაჩო
ტრავმა: პერეირა (?), ვერმალენი - გერა (?), ჩენი, ფერეირა
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +21=6-2, (73-24)

კორდობა-ვალენსია 21:00
დისკვალიფიკაცია: ეკენგი - ბარაგანი, პერესი
ტრავმა: ბუსონი - გომეში (?), ალკასერი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-3)

ატლეტიკო-ალმერია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოკე, ტიაგო (?) - რუბენი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=5-2, (20-14)

დეპორტივო-სელტა 01:00
დისკვალიფიკაცია: ლაურე -
ტრავმა: სიდნეი (?), ტოჩე, პოშტიგა, სალომაო, ფარინია (?) - ოუბინია, მალიო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +13=9-10, (44-32)

კვირა. 22 თებერვალი
სოსიედადი-სევილია 15:00
დისკვალიფიკაცია: ბერჩიჩე - კრიხოვიაკი
ტრავმა: ბერგარა (?), ელუსტონდო (?), ზურუტუზა, პრიეტო (?), კანალესი (?), მარტინესი, ველა, გონსალესი - მბია, ბეტუ, ანდუხარი, ასპასი, კრისტოფორო
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +10=8-13, (32-37)

ბილბაო-ვალეკანო 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იტურასპე, ბალენსიაგა (?) -
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=0-?4
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +10=8-5, (41-34)

ვილიარეალი-ეიბარი 22:00
დისკვალიფიკაცია: - პიოვაკარი
ტრავმა: სორიანო, იოკიჩი, მარინი (?) - ვილა (?), დელ მორალი (?), მინერო, ერასტი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +2=2-3, (5-10)

ელჩე-რეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მოსკერა, ანხელი (?), სისმა (?) - მოდრიჩი, რამოსი, კოენტრაო, როდრიგესი, ხედირა
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=0-3, (2-10)

ორშაბათი. 23 თებერვალი
ლევანტე-გრანადა 23:45
დისკვალიფიკაცია: - პიტი, რიკო, ინსუა, კორდობა
ტრავმა: ლოპესი (?), სისოკო (?) - მარე, მურილიო, პერესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=1-2, (11-6)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 13 - კარლოს ბაკა (სევილია); 12 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ქარიმ ბენზემა (რეალი); 11 - მარიო მანჯუკიჩი (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული