მადრიდის "ატლეტიკო" დიეგო სიმეონეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" გუნდის მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად შესთავაზა.

44 წლის არგენტინელს სთავაზობენ კონტრაქტს, რომელიც 2020 წლამდე იმოქმედებს. სიმეონემ "ატლეტიკო" 2011 წელს ჩაიბარა. ის, ამჟამინდელი ხელშეკრულებით, 2017 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული მადრიდულ კლუბთან.

სიმეონემ "ატლეტიკო" ჩემპიონი გახადა, მოაგებინა თასი და ესპანეთის სუპერთასი, აგრეთვე, ევროპალიგა და ევროპის სუპერთასი. 2014 წელს "ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული