ლა ლიგა. XXV ტური: ბუენო-სიმო! პოკერი 14 წუთში [VIDEO]

AutoSharing Option
* ფიფა "ალმერიასთვის" სამი ქულის ჩამოკლებას მოითხოვს.

* ალბერტო ბუენომ (რაიო ვალეკანო) 14 წუთზე ოდნავ მეტში პოკერი შეასრულა "ლევანტეს" კარში.

* ეს ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პოკერია, ბებეტოს პოკერის (1995 წ. "ალბასეტეს" კარში) შემდეგ.

* ჟორდი ალბამ "ბარსელონას" რიგებში მე-100 მატჩი ითამაშა.

71 ათასმა გულშემატკივარმა მადრიდის "რეალის" პირველი ფრე იხილა სეზონში - კარლო ანჩელოტის გუნდი ვერ გაუმკლავდა "ვილიარეალს", რომელსაც კრიშტიანო რონალდოს პენალტით უგებდა. მორენოს გოლმა ქულები გაყო - 1:1. "ბარსა" "სამეფო კლუბს" ორი ქულითღა ჩამორჩება.

აბრაამის გასროლა
მაშინ, როცა "ესპანიოლი"
ასე ახლოსაა კოპა დელ რეის ფინალთან და მალე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს თასზე, გუნდმა არ უღალატა ლა ლიგას და მთელი სერიოზულობით მოეკიდა აუტსაიდერ "კორდობასთან" თამაშს.

მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, როცა კაისედომ ბურთი თავით დაუგდო აბრაამ გონსალეს კასანოვას და "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმაც საჯარიმოს მისადგომიდან გაიტანა.

"კორდობა" მას მერე გამოცოცხლდა, რაც მიროსლავ ჯუკიჩმა მოედანზე პორტუგალიელი ბებე გამოიყვანა. ბებე სერბმა მწვრთნელმა დასაჯა თანაგუნდელთან ერთად ღამის კლუბში გართობისთვის და სასტარტოში არ დააყენა. მეორე ნახევარში "კორდობა" სჯობდა მეტოქეს, მაგრამ კიკო კასილიამ კარი "მშრალად" შეინახა.

"მარკას" რჩეულები 7-7 ბალით: აბრაამ გონსალესი (ესპანიოლი), რენე კრჰინი და ბებე (ორივე - "კორდობა"). კვირას "ესპანიოლმა" ხელშეკრულება გააგრძელა ურუგვაელ ფორვარდ კრისტიან სტუანისთან (2018 წლამდე).

ხორვატი+ურუგვაელი
ამ მატჩის არბიტრმა გვარიანად აურია - "ბარსელონას" კარში არ დანიშნა აშკარა პენალტი, სამაგიეროდ, დანიშნა არარსებული, ვერ დაინახა "გრანადას" მცველის ხელით თამაში საჯარიმოში და ჩათვალა ლიონელ მესის მიერ აშკარად თამაშგარედან გატანილი ბურთი.

თუმცა, ხაიმე ლატრეს კარგად რომ ემსაჯა, "ბარსელონა" მაინც იმარჯვებდა ამ თამაშში, იმდენად ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ ივან რაკიტიჩი და ლუის სუარესი. სწორედ ხორვატისა და ურუგვაელის დუეტმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, ორივემ გოლი პლუს პასი მიითვალა. "გრანადა" ბოლოსწინაადგილოსანია, მაგრამ ურიგო გუნდი სულაც არ არის და "ბარსელონასთანაც" იბრძოლა. თუმცა აბელ რესინომ პირობა ვერ შეასრულა, ანდალუსიელთა თავკაცი "ბარსას" დამარცხებას "გვპირდებოდა" - 1:3.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "იმის გათვალისწინებით, თუ როგორ პირობებში გვიწევდა ბრძოლა, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩემპიონთა ლიგამ ბევრი ენერგია წაგვართვა. ასე რომ, დროა, ამ სამი ქულით გავიხაროთ. წინა ტურში წავაგეთ, ამიტომაც მოგება აუცილებელი იყო, ლიდერთან ჩამორჩენა რომ არ გაზრდილიყო. სუარესი მხოლოდ ახლა არ თამაშობს კარგად, რაც გადმოვიდა, ასეა. ის მხოლოდ გოლების გატანით არ გვეხმარება, მოედანზე შეუფასებელ სამუშაოს ახორციელებს".
"მარკას" რჩეული: ივან რაკიტიჩი - 8 ბალი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუენოს ათიანი
როცა ვიქტორ კასადესუსმა ანგარიში გახსნა, "ლევანტეს" ფეხბურთელები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რა შტორმი დაატყდებოდათ მათ თავს პირველივე ტაიმში - 14 წუთის განმავლობაში "რაიო ვალეკანოს" შემტევმა ნახევარმცველმა ალბერტო ბუენო კალვომ 4 გოლი გაიტანა! მადრიდის "რეალის" აღზრდილს (3 მატჩი პირველ გუნდში) ყველაფერი გამოსდიოდა მეტოქის საჯარიმოში: გაიტანა თავით, მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით... მოკლედ, ტრიუმფი მოიწყო.

უჩეს გოლის წყალობით, "ლევანტემ" დიდი ანგარიშით აღარ წააგო, თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია. "მარკამ" ბუენოს თამაში "ათიანით" შეაფასა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მინუს სამის ეფექტი
ტურის წინ ალმერიაში შოკი მიიღეს - ფიფას მოთხოვნით, "ალმერიას" 3 ქულას აკლებენ. საქმე 2010 წლის ტრანსფერს ეხება. კლუბს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გადაუხდია თანხა დანიური "ოლბორგისთვის" მცველ მიკაელ იაკობსენის (ამჟამად "კოპენჰაგენში" თამაშობს) სანაცვლოდ. ესპანური კლუბი უარყოფს ბრალდებას, თითქოს, 60 ათასი ევრო არ გადაუხდია.

"ალმერიამ" სპორტულ არბიტრაჟში აპელაცია შეიტანა და მის განხილვამდე ანდალუსიელებს ქულებს არ დააკლებენ. აი, ასეთი მძიმე განწყობით დაიწყო მატჩი "დეპორტივოს" წინააღმდეგ "ალმერიამ" და მძიმედაც დაასრულა: მსაჯმა გუნდის ორი ფეხბურთელი გააძევა, ხოლო "ექვსქულიანი" მატჩი 0:0 დასრულდა. "მარკამ" მატჩში საუკეთესო შეფასება (7 ბალი) "ალმერიას" გოლკიპერ ხულიანს დაუწერა.

ახალგაზრდული შემართება
შაბათის პროგრამა მალაგაში დასრულდა, სადაც სათამაშოდ, ამ სეზონში უკვე მეორედ, მწვრთნელის გარეშე დარჩენილი "ხეტაფე" ჩავიდა. კიკე სანჩეს ფლორესი ხუთშაბათს მოულოდნელად გადადგა. კიკემ 27 წლის სამირის ჩინურ "იანგსუში" გაყიდვა (5 მილიონ ევროდ) გააპროტესტა და ქუდი დაიხურა.

"მალაგასთან" მატჩში მადრიდული კლუბი დროებითმა თავკაცმა, პაბლო ფრანკომ გაიყვანა.

ალვარო ვასკესს ჯაფა (დუბლი) წყალში "მალაგას" ახალგაზრდებმა ჩაუყარეს. მართალია, "ხეტაფეს" ფორვარდიც მხოლოდ 23 წლის არის, თუმცა მასპინძელთა მხრიდან კიდევ უფრო ახალგაზრდებმა გაიტანეს ერთმანეთზე უკეთესი გოლები: ხუანმიმ (21 წლის), სერხი დარდერმა (21) და რიკარდო ორტამ (20) - 3:2. "მარკას" მატჩის გმირი: სამუელ კასტილიეხო (მალაგა) - 8 ბალი.

პიატის დუბლით
"ვალენსიამ" დიდი პრობლემების გარეშე სძლია დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადს". დუბლით გამოირჩა არგენტინელი პაბლო პიატი, რომელმაც მეორე ტაიმში იყოჩაღა. პირველი გოლისას ტანმორჩილ სამხრეთამერიკელს რიკოშეტი დაეხმარა, მეორე შემთხვევაში კი - სოფიან ფეგულის საგოლე პასი. ბასკური გუნდი კვლავ მოუგებელია სტუმრად ამ სეზონში. პიატიმ "მარკასგან" 8 ბალი დაიმსახურა.

ფრე "ვალენსიის" სასარგებლოდ
დღის სხვა მატჩებიდან ბასკურ დერბის გამოვარჩევთ, რომელშიც კარლოს გურპეგის გოლის წყალობით, "ბილბაომ" დებიუტანტი "ეიბარი" დაამარცხა.

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში კი "სევილიამ" და "ატლეტიკომ" უგოლო ფრე ითამაშეს. ამ შეხვედრაში 11 ყვითელი ბარათი დარიგდა. ბუნებრივია, ამ შედეგით, უპირველესად, "ვალენსია" ისარგებლებს, რომელსაც "სევილია" უკვე გვარიანად ჩამორჩა, ხოლო "ატლეტიკოსთან" სხვაობა "ღამურებმა" ქულამდე შეამცირეს. მომდევნო ტურში "ატლეტიკო"-"ვალენსიაა"...

ესპანეთი. ლა ლიგა. XXV ტური
27 თებერვალი
ესპანიოლი-კორდობა 1:0
გოლი: 1:0 აბრაამი (43)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, ა. გონსალესი, მორენო, ფუენტესი - ლ. ვასკესი, აბრაამი (79. ვ. სანჩესი), კანიასი, სევილია (67. ვ. ალვარესი) - ს. გარსია, კაისედო (63. სტუანი)
კორდობა (4-2-3-1): საისარი - კამპაბადალი, პანტიჩი, კრესპო, ვიკო - კრჰინი, როსი (62. სუკულინი) - ე. რამოსი (46. ბებე), ფედე კარტაბია, ბორხა გარსია - ანდონე
გაფრთხილება: მორენო, ფუენტესი, კანიასი, სანჩესი, გარსია - პანტიჩი, სუკულინი, ანდონე, ბორხა
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 22-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-16 (4-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 16 000

28 თებერვალი
გრანადა-ბარსელონა 1:3
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (25), 0:2 ლ. სუარესი (48), 1:2 ფ. რიკო (52-პენ), 1:3 მესი (70)
გრანადა (4-4-2): ოიერი - ნიომი, ბაბენი, კალა, ფულკიე - იბანიესი, იტურა, ფ. რიკო, ლ. ბანგურა (79. კანდეიაში) - კორდობა (78. საქსესი), ხ. მარკესი (67. როჩინა)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, ბარტრა, მატიო (75. ბუსკეტსი), ალბა - რაკიტიჩი, მასკერანო, ჩავი (65. რაფინია) - მესი, ლ. სუარესი (79. პედრო), ნეიმარი
გაფრთხილება: მარკესი, ბანგურა (მოედანზე არ იყო) - სუარესი, ნეიმარი, მატიო
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-9; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 10-16 (4-9); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 20 500

ვალეკანო-ლევანტე 4:2
გოლები: 0:1 ვ. კასადესუსი (13), 1:1 ბუენო (24), 2:1 ბუენო (32), 3:1 ბუენო (33), 4:1 ბუენო (38), 4:2 უჩე (85)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ. ალვარესი - ტიტო, ზე კაშტრო (46. მორსილიო), ამაია, ნაჩო - ბაენა (78. იოსაბედი), ტრაშორასი - ლიკა, ბუენო (65. პოსუელო), კაკუტა - მანუჩო
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი (46. რუბენ გარსია), დ. ნავარო, რამისი, ტონიო - ჩუმეტრა (69. უჩე), დიოპი (46. სიმაო), კამარასა, მორალესი - ვ. კასადესუსი, ბარალი
გაფრთხილება: ზე კაშტრო, ბაენა - დიოპი, რამისი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13-10 (7-3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 12 500

ალმერია-დეპორტივო 0:0
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - მასედო, მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, კორონა (89. ჟონათანი) - ვ. სილვა (67. ე. მენდესი), ფ. სორიანო (80. თომასი), ტიევი - ჰემედი
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ინსუა, სიდნეი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი (86. მედუნიანინი), ბორხესი - ხ. როდრიგესი (66. ე. კოშტა), ლ. პერესი, კუენკა (81. ფარინია) - რიერა
გაფრთხილება: ტიევი, ხ. ნავარო (მოედანზე არ იყო), მენდესი, მასედო - ლუიზინიო, როდრიგესი, ბორხესი
გაძევება: ტიევი (55), მასედო (93)
კუთხური: 7-11; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 10-25 (3-9); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 11 000

მალაგა-ხეტაფე 3:2
გოლები: 1:0 ხუანმი (10), 1:1 ა. ვასკესი (55), 2:1 დარდერი (57), 3:1 ორტა (68), 3:2 ა. ვასკესი (76)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, ბოკა - დარდერი (75. რესიო), ნაჩო კამაჩო - ორტა, ხუანმი (63. ამრაბატი), კასტილიეხო - სამუელი (81. სამუელი)
ხეტაფე (4-2-3-1): ხონა - ალექსისი, ნალდო, ველასკესი, ს. ესკუდერო - ხ. როდრიგესი, დ. კასტრო - პედრო ლეონი (74. იოდა), სარაბია, ინესტროსა (82. ი. ლოპესი) - ა. ვასკესი
გაფრთხილება: დარდერი, როსალესი, კასტილიეხო - ალექსისი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-10 (6-6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 21 600

1-ლი მარტი
ვალენსია-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 პიატი (53), 2:0 პიატი (56)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი (46. ორბანი), გაია - ფუეგო, ე. პერესი - ფეგული (68. როდრიგო), პარეხო, პიატი (82. დე პაული) - ნეგრედო
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე (80. ფინბოგასონი) - გ. ელუსტონდო (65. დე ლა ბელია), პარდო - კანალესი (46. ერვიასი), გრანერო, ჩაბი პრიეტო - აგირეჩე
გაფრთხილება: პერესი, მუსტაფი, დე პაული - გ. ელუსტონდო, ა. ელუსტონდო, ბერჩიჩე
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 19-8 (3-0); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 38 000

ეიბარი-ბილბაო 0:1
გოლი: 0:1 გურპეგი (36)
ეიბარი (4-2-3-1): ხაიმე - ბოვედა, ანიბარო, რ. ნავასი, ლილიო (46. დიდაკ ვილა) - ერასტი, დ. გარსია (66. საულ ბერხონი) - კაპა, არუაბარენა, დელ მორალი - პიოვაკარი (66. ლარა)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ეჩეიტა, ბალენსიაგა - სან ხოსე, მ. რიკო - ვილიამსი (75. ირაოლა), მუნიაინი, ი. გომესი (83. სუსაეტა) - გილერმო (63. ადურისი)
გაფრთხილება: ნავასი, ლილიო, გარსია - სან ხოსე, მუნიაინი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-13 (2-8); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 5 226

სევილია-ატლეტიკო 0:0
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე (70. მბია), არიბასი (70. რეიესი), კოლოძეიჩაკი, ფ. ნავარო - იბორა, კრიხოვიაკი - ა. ვიდალი, ბანეგა, ვიტოლო - ბაკა (79. გამეირო)
ატლეტიკო (4-5-1): მოია - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, გამესი - არდა თურანი (59. ფ. ტორესი), გაბი (64. კოკე), მ. სუარესი, ტიაგო, რაულ გარსია - გრიზმანი (75. მანჯუკიჩი)
გაფრთხილება: არიბასი, კრიხოვიაკი, მბია, ბანეგა - თურანი, გაბი, გამესი, გრიზმანი, სუარესი, ტიაგო, მირანდა
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-9 (4-2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 32 000

რეალი-ვილიარეალი 1:1
გოლები: 1:0 რონალდო (52-პენ), 1:1 მორენო (64)
რეალი (4-4-2: კასილიასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - ბეილი, ლ. სილვა (72. ხესე), კროოსი, ისკო (78. ილიარამენდი) - ბენზემა (81. ხ. ერნანდესი), რონალდო
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, ბაილი, დორადო, ხ. კოსტა - კემპბელი, პინა (61. ტრიგეროსი), მარკოსი (68. ჯონათან დოს სანტოსი), მ. გომესი - მორენო, ჯოვანი დოს სანტოსი (62. ვიეტო)
გაფრთხილება: კარვახალი, პეპე - გომესი, კოსტა, ასენხო, ტრიგეროსი
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 7-20; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 25-9 (7-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 71 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

2 მარტი
სელტა-ელჩე 23:45

ბომბარდირები: 30 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კარლოს ბაკა (სევილია); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - მარიო მანჯუკიჩი (ატლეტიკო), ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო).

მომდევნო ტური
6 მარტი:
ლევანტე-ეიბარი

7 მარტი:
დეპორტივო-სევილია, ბილბაო-რეალი, ელჩე-ალმერია, გრანადა-მალაგა

8 მარტი:
ბარსელონა-რაიო ვალეკანო, რეალ სოსიედადი-ესპანიოლი, ვილიარეალი-სელტა, ატლეტიკო-ვალენსია

9 მარტი:
კორდობა-ხეტაფე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული