შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი კატალონიურ გრანდს ეკუთვნის, "პორტუში" კი იჯარის წესით თამაშობს. ტელიოს იჯარა ორწლიანია, "ბარსელონას" შეუძლია მისი ზაფხულში გამოთხოვნა, თუმცა ფეხბურთელის პოზიცია ურყევია, ის არ დაბრუნდება, ამაზე მხოლოდ საიჯარო ვადის გასვლის მერე იფიქრებს.
ამ სეზონში ტელიომ პორტუგალიის ჩემპიონატში 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა, "სპორტინგთან" მატჩში მან ჰეთ-თრიკი შეასრულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"