ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მესის 27 ბურთი აქვს გატანილი, ხოლო რონალდოს - 30.
საინტერესოა, რომ ამ ორი ფეხბურთელის გოლების გარეშეც "რეალი" და "ბარსელონა" ცხრილის სათავეში იქნებოდნენ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ "ბარსელონა" დაიკავებდა პირველ ადგილს და არა "რეალი".
აღსანიშნავია, რომ რონალდოსა და მესის გოლების გარეშე ლა ლიგის ყველაზე გამტანი გუნდი მადრიდის "ატლეტიკო" იქნებოდა.
ხოლო ცხრილში ადგილებს გაცვლიდნენ "ვილიარეალი"/ "სევილია", "ეიბარი"/ "სოსიედადი" და
რაც შეეხება რეალურ მდგომარეობას, ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს მადრიდის "რეალი" ლიდერობს და "ბარსელონას" 2 ქულით უსწრებს.