პირველადი პროგნოზით, სერხიო ბუსკეტსი "კლასიკოს" დააკლდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალში "ვილიარეალსა" და "ბარსელონას" შორის სერიოზულად დაშავდა სერხიო ბუსკეტსი.

39-ე წუთზე მან კოჭი დაიშავა და მოედანი საკაცით დატოვა. საბედნიეროდ, მოტეხილობა არ დადასტურდა:

"ბუსკეტსი რამდენიმე დღით არ გვეყოლება. უფრო ზუსტად კი გამოკვლევის შემდეგ გვეცოდინება", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

პირველადი პროგნოზით, ბუსკეტსი 22 მარტის "კლასიკოს" დააკლდება. შეგახსენებთ, რომ სერხიომ ახლახან განაახლა კონტრაქტი "ბარსელონასთან". "ბარსელონა" სამეფო თასის ფინალში 30 მაისს ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული