ლა ლიგა. XXVI ტური: "ლევანტემ" ვალენსიაში "ეიბარი" დაამარცხა

AutoSharing Option
6 მარტს ესპანეთის ლა ლიგის XXVI ტური ერთი მატჩით გაიხსნა. ვალენსიაში "ლევანტემ", რომელიც უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, "ეიბარს" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა - 2:1.

არადა, შეხვედრაში ანგარიშში დაწინაურება სტუმრებმა შეძლეს. 55-ე წუთზე საულ ბერხონმა გაიტანა. "ლევანტემ" გათანაბრება ათ წუთში, დავიდ ბარალის გოლით მოახერხა, კიდევ 2 წუთში კი მასპინძლებმა კალუ უჩეს ზუსტი დარტყმით წინ გასვლაც შეძლეს.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, 89-ე წუთზე კი მსაჯმა მოედნიდან დანი გარსია, მეორე გაფრთხილების გამო გააძევა.

ამ დროისთვის "ლევანტეს" აქტივში 22 ქულა აქვს
და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, "ეიბარი" კი 27 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

ტურის დანარჩენი შეხვედრები 7, 8 და 9 მარტს გაიმართება.

ლა ლიგა. XXVI ტურის წინ: ომი "კალდერონზე"

ლა ლიგა. XXVI ტური
შაბათი. 7 მარტი
დეპორტივო-სევილია 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტოჩე, კავალეირო (?), სალომაო, პოშტიგა - ბეტო, კარიშო, პარეხა (?), ასპასი (?), კრისტოფორო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +17=10-14, (50-52)

ბილბაო-რეალი 21:00
დისკვალიფიკაცია: სან ხოსე -
ტრავმა: იტურასპე, ბუსტინცა, ლაპორტი (?) - მარსელო (?), კარვახალი (?), რამოსი, როდრიგესი, ბენზემა (?), პეპე (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +10=6-29, (42-106)

ელჩე-ალმერია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პელეგრინი (?), მოსკერა, ჟონათასი (?) - ედგარი, რუბენი, მიჩელი, ტიევი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +4=6-8, (20-26)

გრანადა-მალაგა 01:00
დისკვალიფიკაცია: კოლუნგა -
ტრავმა: ნიომი (?), მარე, საქსესი (?), ბანგურა (?), მაინსი (?) - ხუანპი (?), კამაჩო (?), გერა (?), სანჩესი (?), ჩენი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3=0-4, (8-16)

კვირა. 8 მარტი
ბარსელონა-ვალეკანო 15:00
დისკვალიფიკაცია: ნეიმარი - ზე კაშტრო, ბაენა
ტრავმა: ვერმალენი, ბუსკეტსი - ფატაუ, ბუენო (?), ტონიო (?), მორსილიო (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +14=4-3, (60-15)

სოსიედადი-ესპანიოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: - კანიასი
ტრავმა: ზურუტუზა (?), კასტრო (?), ზალდუა(?), მარტინესი (?), ველა, გომსალესი -
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +14=11-10, (37-33)

ვილიარეალი-სელტა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სორიანო, რუკავინა (?), იოკიჩი, მარინი - ოუბინია, პლანასი(?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +5=5-9, (22-25)

ატლეტიკო-ვალენსია 00:00
დისკვალიფიკაცია: მირანდა, გრიზმანი -
ტრავმა: ნიგესი, ხიმენესი (?), სიკეირა (?) - ოტამენდი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +14=13-20, (54-68)

ორშაბათი. 9 მარტი
კორდობა-ხეტაფე 23:45
დისკვალიფიკაცია: პანტიჩი -
ტრავმა: ბუსონი - ბუენდია, ლაფიტა, დიავარა, ლაგო
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +3=4-3, (11-7)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული