ესპანეთი. ლა ლიგა. XXVI ტური: პირველები, მესი და "ბარსელონა" [VIDEO]

AutoSharing Option
* დებიუტანტი "ეიბარი" ზედიზედ მე-7-ედ დამარცხდა.

* კარლო ანჩელოტიმ "რეალის" თავკაცის როლში პრიმერაში მეათე მატჩი დათმო.

* ლიონელ მესი გახდა პრიმერაში ყველაზე მეტი ჰეთ თრიკის და საგოლე პასის ავტორი.

* "კამპ ნოუზე" სეზონის რეკორდი მოიხსნა - 87 151 მაყურებელი.

კარლო ანჩელოტისა და მადრიდის "რეალისთვის" 2015 წელი ცუდად დაიწყო. პირველი ცუდი ნიშანი "ვალენსიასთან" მარცხი იყო 4 იანვარს. ამის გარდა, "რეალი" ორჯერ დამარცხდა "ატლეტიკოსთან" (ერთხელ თასზე) და აი, ახლა უკვე მარცხი ბილბაოს "ატლეტიკთან"...

ზედიზედ მეშვიდე მარცხი
ტური ვალენსიაში, "სიუტატ დე ვალენსიაზე" დაიწყო, სადაც
ბასკური "ეიბარი" ჩავიდა. შთამბეჭდავი დასაწყისის შემდეგ ლა ლიგის დებიუტანტს 6-მატჩიანი წაგებების სერია ჰქონდა. თანაც, ამ ხნის განმავლობაში, "ეიბარმა" მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. გოლი ამ მატჩშიც გაიტანა "ეიბარმა", მაგრამ ზედიზედ მეშვიდედ დამარცხდა.

საულ ბერხონმა ულამაზესი გოლით (ნახევარბრუნში) დააწინაურა სტუმრები, მაგრამ ორწუთიან მონაკვეთში საულის ჯაფა წყალში ჩაიყარა, ჯერ დავიდ ბარალმა გაათანაბრა, შემდეგ კალუ უჩემ ისარგებლა "ეიბარის" მცველების ენითაუწერელი დოყლაპიობით. "მარკას" რჩეული - ნაბილ ელ-ჟარი (ლევანტე).

ქაოსი "რიასორზე"
მშობლიურ "რიასორზე" "დეპორტივომ" სამი გოლი გაიტანა, მაგრამ მაინც წააგო "სევილიასთან" 7-გოლიან ქაოსურ თრილერში. მატჩის გმირი 24 წლის ვიქტორ მაჩინ პერესი, იგივე ვიტოლო გახდა. მის ანგარიშზე ორი გოლი და პენალტია და ეს ყველაფერი არ არის, სწორედ მისი დარტყმის შემდეგ ჩაჭრა ბურთი სიდნეიმ "დეპორის" კარში.

ლაკორუნიელებს ორიოლ რიერას დუბლმა ვერ უშველა. როდესაც ლუკას პერესმა პენალტით გალისიელთა მესამე გოლი გაიტანა, უკვე ძალიან გვიანი იყო მატჩის გადარჩენისთვის. ვიტოლო "მარკამ" 8,5 ბალით გამოარჩია.

მეათე ასმეცამეტეზე
მატჩამდე "სამეფო კლუბი" 113 წლის გახდა, მაგრამ ბასკებმა მადრიდელებს იუბილე ჩაუშხამეს. ჯერ კიდევ მატჩამდე აკრიტიკებდნენ კარლო ანჩელოტის, მას "რბილი ხასიათის მწვრთნელიც" უწოდეს, რაზეც იტალიელმა განაცხადა, ამ რბილმა კაცმა ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგოო.

თამაშმა აჩვენა, რომ კარლეტოს არცთუ უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ, "რეალმა" ვერაფერი დაუპირისპირა "ბილბაოს", რომელსაც მიკელ რიკოს ჩაწოდება და არიც ადურისის თავური ეყო მოსაგებად - 1:0.

არიცის თამაშზე დიდად არის დამოკიდებული ერნესტო ვალვერდეს გუნდი. ამ სეზონში მან მერვედ გახსნა ანგარიში (სულ 10 გოლი გაიტანა), რაც საუკეთესო მაჩვენებელია კრიშტიანო რონალდოსთან ერთად. "რეალის" საუკეთესო მომენტი გარეთ ბეილს ჰქონდა, რომელმაც შორი მანძილიდან მოულოდნელად დაარტყა და ბურთი ხარიხას გაარტყა. "მარკამ" ადურისი გამოარჩია 8 ბალით. ძალიან ცუდი შეფასებები მიიღეს რონალდომ, ილიარამენდიმ და კროოსმა (4,5-4,5 ბალი).

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ძალიან დაძაბული მატჩი იყო. "ბილბაო" დაცვაში კომპაქტურად მოქმედებდა და მეტოქემ შეძლო გოლის გატანა. ჩვენი პრობლემა დაცვაში კი არა, შეტევაშია. სწორ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ წინ. ბოლო ორ მატჩში ერთი გოლი გავიტანეთ და ისიც პენალტით. ეფექტურობა გვაკლია. "რეალი" დღეს ძალიან იყო დამოკიდებული ინდივიდუალურ ოსტატობაზე. ნელა ვთამაშობთ, ბურთს ცუდად ვათამაშებთ. საჭიროა უფრო სწრაფი თამაში".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათის კიდევ ორი თამაში დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0. "ელჩემ" ვიქტორ როდრიგესის თავურით მოუგო "ალმერიას", ხოლო "გრანადამ" მოულოდნელად "მალაგა" დაამარცხა. ამ შეხვედრაში ავტოგოლი მიითვალა ნაჩო კამაჩომ.

მესის შოუ "კამპ ნოუზე"
"ბარსელონამ", რა თქმა უნდა, შეირგო "რეალის" საჩუქარი და "კამპ ნოუზე" "რაიო ვალეკანოს" განადგურებით (6:1) გალიდერდა. გოლების ნახევარი ლეო მესის ანგარიშზეა. დუბლი შეასრულა ლუის სუარესმა, ერთი გოლიც ჟერარდ პიკეს ანგარიშზეა. ერთადერთი, რაც "ელვებმა" მოახერხეს, წინა ტურში პოკერის ავტორი ალბერტო ბუენოს გოლია.

0:5-ზე ის მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მსაჯს დანი ალვეში გააძევებინა, თავად კი პენალტით სეზონში მე-13 გოლი გაიტანა.

მესიმ პენალტით, დამატებაზე და მეკარესთან პირისპირ გასვლით შეასრულა ჰეთ თრიკი. ეს არგენტინელის 35-ე ჰეთ თრიკია კარიერაში და 24-ე პრიმერაში. ლეომ რონალდოს გაუსწრო და პირველია.

ახლა მესის პრიმერას ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი და საგოლე პასი აქვს. მიმდინარე ჩემპიონატში კი მესი რონალდოს ბომბარდირთა დავაში დაეწია (30-30 გოლი). "მარკას" რჩეული ლუის სუარესია - 8 ბალი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ყოველ თამაშში თავისი სირთულეებია, მოგება იოლად არ მოდის. როცა იცი, რომ აუცილებლად უნდა მოიგო, დამატებითი სტიმული გეძლევა, მაგრამ ხანდახან ეს ტვირთიცაა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი დროა სეზონში. იმედი მაქვს, ჩვენ მზად ვართ. ახლა "ბარსა" იქ არის, სადაც გვსურს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა მოვუმატოთ".

დღის სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადის" გამარჯვებას თასის ფინალისტ "ესპანიოლზე". გამარჯვების გოლი სერხიო კანალესის ანგარიშზეა. "ვილიარეალმა" 4:1 გაანადგურა "სელტა".

ლა ლიგა. XXVI ტური
6 მარტი
ლევანტე-ეიბარი 2:1
გოლები: 0:1 საულ ბერხონი (54), 1:1 ბარალი (65), 2:1 უჩე (67)
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო - მორალესი, დ. ნავარო, რამისი, ტონიო - კამარასა (ხოსე მარი), სიმაო - ჩუმეტრა, ბარალი, რუბენ გარსია (ელ-ჟარი) - უჩე (ვ. კასადესუსი)
ეიბარი (4-2-3-1): ხაიმე - ბოვედა, ეკიზა (ბორხა ფერნანდესი), რ. ნავასი, ლილიო - დ. გარსია, ლარა - კაპა (პიოვაკარი), დელ მორალი, საულ ბერხონი - ლეკიჩი (არუაბარენა)
გაფრთხილება: სიმაო, რამისი, ჩუმეტრა, ელ-ჟარი - გარსია, ეკიზა, ლეკიჩი, ნავასი, ლილიო, არუაბარენა, დელ მორალი
გაძევება: დ. გარსია (89)
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-14 (4-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 16 992

7 მარტი
დეპორტივო-სევილია 3:4
გოლები: 1:0 რიერა (28), 1:1 ვიტოლო (33), 1:2 ვიტოლო (52), 1:3 გამეირო (65-პენ), 2:3 რიერა (72), 2:4 სიდნეი (83 ს. კ.), 3:4 ლ. პერესი (93)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი (80. ხ. როდრიგესი), ინსუა, სიდნეი, ლუიზინიო - ბორხესი, ბერგანტინიოსი - კავალეირო (62. ფარინია), ლ. პერესი, კუენკა (74. ე. კოშტა) - რიერა
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ფიგეირაში, პარეხა, კოლოძეიჩაკი, ფ. ნავარო - იბორა (61. მბია), კრიხოვიაკი - ა. ვიდალი, ბანეგა (78. დ. სუარესი), ვიტოლო - ბაკა (61. გამეირო)
გაფრთხილება: ინსუა - იბორა, კრიხოვიაკი, ბანეგა, ფიგეირაში
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 15-11 (5-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 21 555

ბილბაო-რეალი 1:0
გოლი: 1:0 ადურისი (26)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ეჩეიტა, ბალენსიაგა - მ. რიკო (91. ტოკერო), ბენიატი - ირაოლა, მუნიაინი (64. სუსაეტა), ვილიამსი (75. გილერმო) - ადურისი
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - ილიარამენდი (71. ხესე), კროოსი (76. ლ. სილვა), ისკო - ბეილი, ბენზემა (80. ხ. ერნანდესი), რონალდო
გაფრთხილება: ადურისი, ეჩეიტა, გურპეგი - კროოსი, ილიარამენდი, ისკო, მარსელო
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6-12 (2-2); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 52 600

ელჩე-ალმერია 1:0
გოლი: 1:0 ვ. როდრიგესი (6)
ელჩე (4-4-1-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, სისმა - ა. ნიგესი (75. გ. როდრიგესი), ა. გონსალესი (89. ანხელი), პაშალიჩი, ვ. როდრიგესი (88. კორომინასი) - ფაირი - ჟონათასი
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - ხ. ნავარო, მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიერი - კორონა, ვერსა - ჟონათანი (66. თომასი), ფ. სორიანო (76. რომერა), ვ. სილვა (87. კასადო) - ჰემედი
გაფრთხილება: ნიგესი, ლომბანი, გონსალესი -
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 14-8 (3-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 23 127

გრანადა-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ნაჩო კამაჩო (57 ს. კ.)
გრანადა (4-3-3): ოიერი - ნიომი, ბაბენი, მურილიო, ინსუა - ფ. რიკო, რ. პერესი, ხ. მარკესი - იბანიესი (87. ფულკიე), ელ-არაბი (68. კორდობა), პიტი (71. რიკი)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, მ. ტორესი (63. ბოკა) - ორტა (72. ლუის ალბერტო), ნაჩო კამაჩო, დარდერი, კასტილიეხო - სამუელი (54. ამრაბატი), ხუანმი
გაფრთხილება: მარკესი, პიტი, კორდობა, პერესი - ანხელერი, ტორესი, ხუანმი, კამაჩო, ველიგტონი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 14-5 (3-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 16 374

8 მარტი
ბარსელონა-ვალეკანო 6:1
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (6), 2:0 პიკე (49), 3:0 მესი (56-პენ), 4:0 მესი (63), 5:0 მესი (68), 5:1 ბუენო (81-პენ), 6:1 ლ. სუარესი (91)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მატიო, ალბა (69. ადრიანო) - ჩავი, მასკერანო (60. რაკიტიჩი), ინიესტა (65. რაფინია) - მესი, ლ. სუარესი, პედრო
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ. ალვარესი - ტიტო, ბა, ამაია, ინსუა - ტრაშორასი, იოსაბედი (65. ქუინი) - ლიკა (69. აკინო), ბუენო, კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო (81. მანუჩო)
გაფრთხილება: მასკერანო, ალბა, ადრიანო - ტიტო, ტრაშორასი, აკინო
გაძევება: ტიტო (54), დანი ალვეში (80)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 19-7 (12-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 87 151

სოსიედადი-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 კანალესი (38)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - გრანერო (74. ბერგარა), პარდო - ჩაბი პრიეტო, კანალესი, გ. კასტრო (74. ერვიასი) - აგირეჩე
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია (76. სტუანი), ა. გონსალესი, ე. მორენო, დუარტე - ლ. ვასკესი, ხ. ლოპესი, აბრაამი, ვ. სანჩესი (65. მონტანიესი) - ს. გარსია, კაისედო
გაფრთხილება: ბერგარა, პარდო - მორენო, კოლოტო (მოედანზე არ იყო)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10-9 (4-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 23 329

ვილიარეალი-სელტა 4:1
გოლები: 1:0 ჯოვანი დოს სანტოსი (41), 2:0 მუსაჩიო (45), 2:1 ა. ფერნანდესი (50), 3:1 ვიეტო (73), 4:1 მორენო (84)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - რუკავინა, მუსაჩიო, დორადო, ხ. კოსტა - კემპბელი (72. მარიო), პინა, მარკოსი, მ. გომესი (61. ჩერიშევი) - ჯოვანი დოს სანტოსი (46. ვიეტო), ხ. მორენო
სელტა (3-4-3): ს. ალვარესი - ს. გომესი (46. ა. ლოპესი), კაბრალი, ფონტასი - მალიო (71. ბონგონდა), რადოია, ხონი, ა. ფერნანდესი - ორელიანა, შარლესი (82. ლარივეი), ნოლიტო
გაფრთხილება: - ნოლიტო, ფონტასი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12-13 (8-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 21 500

ატლეტიკო-ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 კოკე (33), 1:1 მუსტაფი (78)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, სიკეირა - არდა თურანი, გაბი (81. რ. ხიმენესი), ტიაგო, კოკე (69. მ. სუარესი) - რაულ გარსია, ფ. ტორესი (61. მანჯუკიჩი)
ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - პარეხო, ფუეგო, ე. პერესი (68. ანდრე გომეში) - ფეგული (58. როდრიგო), ნეგრედო, პიატი (91. ორბანი)
გაფრთხილება: ტორესი, სიკეირა, მანჯუკიჩი, გოდინი, სუარესი - მუსტაფი, პიატი, პერესი, ნეგრედო, ოტამენდი, ფუეგო, ბარაგანი
გაძევება: ფუეგო (90)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 22-19; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 8-3 (3-1); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 49 500
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

9 მარტი
კორდობა-ხეტაფე 23:45

ბომბარდირები: 30 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 14 - კარლოს ბაკა (სევილია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო).

მომდევნო ტური
13 მარტი:
ვალენსია-დეპორტივო

14 მარტი:
ესპანიოლი-ატლეტიკო; ეიბარი-ბარსელონა; რაიო ვალეკანო-გრანადა; სელტა-ბილბაო

15 მარტი:
ალმერია-ვილიარეალი; მალაგა-კორდობა; სევილია-ელჩე; რეალი-ლევანტე

16 მარტი:
ხეტაფე-რეალ სოსიედადი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული