"ლუის სუარესი თითოეულ თამაშში გუნდისთვის ბევრს აკეთებს, ის ლიონელ მესის მოედანზე კარგად უგებს. მათ აქვთ სრული ურთიერთგაგება, რაც გუნდისთვის ძალიან კარგია.
მატჩამდე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ შეხვედრა იოლი არ იქნებოდა და საკუთარი თავისთვის მოდუნების საშუალება არ უნდა მიეცათ. ვიცოდი, რომ უხერხული მეტოქე გვეყოლებოდა.
ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადავინაცვლეთ. ჩვენი მიზანი სეზონის პირველ ადგილზე დასრულებაა, თუმცა
სხვა გუნდებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩვენთვის ყველა თამაში რთულია, თუმცა ვიცით, როგორ გავართვათ თავი ამ სირთულეებს", - თქვა ენრიკემ.
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXVI ტური: პირველები, მესი და "ბარსელონა" [VIDEO]