ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის თავკაცი კარლო ანჩელოტი კი კრიტიკის ქარცეცხლშია. "სამეფო კლუბი" ჩემპიონატის ახალ ეტაპს იწყებს, "ბარსას" დევნის ოპერაციას...
BBC დაიშლება?
"რეალისა" და "ლევანტეს" თამაში კვირის პროგრამას ასრულებს. "სამეფო კლუბს" უკვე ეცოდინება, როგორ ითამაშა წინ გაჭრილმა "ბარსელონამ". სამაგიეროდ, უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს ფლორენტინო პერესმა. "მარკას" ინფორმაციით, "რეალის" პრეზიდენტმა კარლო ანჩელოტის ულტიმატუმი წაუყენა - "კამპ ნოუზე" კლასიკო მოიგე
ისე, ანჩელოტი უმუშევარი ნამდვილად არ დარჩება - მან შესაძლოა, თავი "მილანში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" ამოჰყოს. მართალია, პერესმა უარყო "მარკას" ინფორმაცია, მაგრამ არ ისურვა საუბარი იმაზე, იქნება თუ არა ანჩელოტი მომავალ სეზონშიც "რეალის" თავკაცი.
"რაც უნდა მოხდეს უახლოეს კვირებში, ახლა "რეალის" თავკაცად ისევ კარლო ანჩელოტი დარჩება. ჩვენს გულშემატკივრებს კი ვთხოვთ, მხარი დაუჭირონ მწვრთნელსა და "რეალის" ფეხბურთელებს".
მანამდე კი დარჩენისთვის მებრძოლი "ლევანტეა", რომელიც არ უნდა იყოს კარგ დღეში - ცუდ ვითარებაში გადაეყარა გაავებულ "სამეფო კლუბს", რომელსაც მხოლოდ ხამეს როდრიგესი ჰყავს ტრავმირებული. "ლევანტეს" უმთავრესი მისია ამ სეზონში იმ მე-17 ადგილის შენარჩუნებაა, რომელზეც ახლა იმყოფება.
"სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკამ "შალკესთან" მატჩის მერე სტვენით უკვე უთხრა "რეალის" ფეხბურთელებს და მწვრთნელს - კმარა. განსაკუთრებით, იკერ კასილიასი და გარეთ ბეილი დაზარალდნენ, ყველაზე მეტს სწორედ ამ ორს აკრიტიკებენ და ობსტრუქციას უწყობენ.
მართალია, თამაში "ლევანტესთანაა", მაგრამ ფიქრში ბევრი კლასიკოს უტრიალებს და მათ შორის, ანჩელოტიც. ის უკვე სერიოზულად ფიქრობს, ცნობილი BBC (შემტევი ტრიო - ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო) დაშალოს. ანჩელოტი ახლა ფიქრობს მეოთხე ნახევარმცველის დამატებას მეტი ბალანსისთვის.
"ლევანტეს" მცველ ივან რამისს სწორედ ის აშინებს, რომ "რეალში" სიტუაცია აირია. "ის კრიტიკა, რაც ისმის "რეალის" ფეხბურთელების მისამართით, მათთვის სტიმული იქნება ჩვენთან შეხვედრაში. ისინი 100%-ით დაიხარჯებიან. ბოლო სამი მათ მართლაც ცუდად ითამაშეს და ახლა უკანდასახევი გზა აღარ აქვთ".
რეკორდის მოლოდინში
"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ამბობს, რომ ახლა მოდის სეზონის ყველაზე რთული და ამავე დროს, საუკეთესო ნაწილი. მართლაც, ლიდერს ქულების გაფრთხილება ჰმართებს. ეს ეხება პირველ სტუმრობას "ეიბართან" ჩემპიონატის მატჩის რანგში. ისე, შაბათს "ბარსას" ფეხბურთელები უჩვეულო სიტუაციაში მოხვდებიან - თამაშის სანახავად, მათი საზომით, ძალიან ცოტა მაყურებელი მივა, მაგრამ ამავე დროს, სტადიონის ყველა დროის რეკორდი დამყარდება. ვერ გაიგეთ? ავხსნით - ქალაქ იპურუას სტადიონი სულ 6 ათას მაყურებელს იტევს, რეკორდი კი ნოემბერში დამყარდა, როცა იქ "სამეფო კლუბი" სტუმრობდა (5 859 მაყურებელი). ახლა ახალ რეკორდს ელიან, მიუხედავად იმისა, რომ "ეიბარს" ზედიზედ 7 მატჩია, ქულა ვერ აუღია.
ლუის ენრიკეს დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს - დანი ალვეში და ჟორდი ალბა დისკვალიფიცირებულები არიან, ხოლო მარტინ მონტოია ტრავმირებულია. ლუის ენრიკეს, ალბათ, ბარტრას მარჯვენა ფლანგზე გადაწევა მოუწევს. სხვათა შორის, დანი ალვეშის გარემოცვამ უარყო წინა დღით გავრცელებული ხმები, თითქოს, ბრაზილიელი მცველი უკვე შეუთანხმდა "პარი სენ-ჟერმენს" და მისი ტრანსფერი პარიზულ კლუბში გადაწყვეტილია.
"ბარსელონას" ლონდონიდან დაუბრუნდა ლეო მესი, რომელსაც პაპარაცებმა მეგობრებთან ერთად პიცის ჭამა არ შეარგეს. არგენტინელმა თქვა, დაილოცოს ბარსელონა - აქ ჩემს პირად ცხოვრებაში არ იჩიჩქნებიანო.
მოკლედ, შესაძლოა, ლონდონელმა პაპარაცებმა მესის ისედაც მცირე ორჭოფობა "ბარსას" დატოვებაზე, სულ მოუსპეს. დისკვალიფიკაციის მოხდის მერე ბრუნდება ნეიმარი. ასე რომ, შეტევაში მესი, სუარესი, ნეიმარის საშიში ტრიო აღდგება.
მესამე ადგილისთვის
ქვეყნის ჩემპიონი "ატლეტიკო" ბარსელონას სტუმრობს და "ესპანიოლს" ეთამაშება, სანახევროდ კი ფიქრში ჩემპიონთა ლიგის მატჩში იქნება "ლევერკუზენის" წინააღმდეგ. მისი კონკურენტი "ვალენსია" კი შინ მიიღებს "დეპორტივოს", რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონი შკოდრან მუსტაფი და საყრდენი ნახევარმცველი ხავი ფუეგო დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებიან. შეგახსენებთ, რომ სწორედ გერმანელმა მცველმა მოუპოვა "ღამურებს" ასე მნიშვნელოვანი ქულა "ვისენტე კალდერონზე", მაგრამ იმ თამაშში მორიგი ყვითელი ბარათიც მიიღო, რომელიც სეზონში მეხუთე აღმოჩნდა. ფუეგო კი "ატლეტიკოსთან" მატჩის მიწურულს სულაც გააძევეს. ისევე, როგორც "ბარსას" და "რეალს", "ატლეტიკოსა" და "ვალენსიასაც" არ აქვთ ქულების განიავების უფლება, რადგან მესამე ადგილისთვის ძალზე დაძაბული ბრძოლაა.
სხვა მატჩები
საინტერესო მატჩი გველის გალისიურ ვიგოში, სადაც "სელტა" ბილბაოს "ატლეტიკს" მასპინძლობს, რომელსაც კრიზისი დაუსრულდა, ჩემპიონატშიც იგებს და სამეფო თასის ფინალშიც გავიდა. ეს ორი გუნდი ცხრილის შუაში მეზობლადაა. მოკლედ, 6-ქულიანი ბრძოლაა. "ბილბაოს" კაპიტანი კარლოს გურპეგი დააკლდება დისკვალიფიკაციის გამო. ევროპალიგის გამარჯვებული "სევილია", რომელსაც ჯერაც არ დაუკარგავს შანსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, "ელჩეს" მასპინძლობს. ანდალუსიაში კიდევ ერთი მატჩია, რომელზეც ყურადღების მიქცევა ღირს - "მალაგა" ბოლოადგილოსან "კორდობას" მასპინძლობს. ახალგაზრდული "მალაგა" ევროსაგზურისთვის იბრძვის.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXVII ტური
პარასკევი. 13 მარტი
ვალენსია-დეპორტივო 23:45
დისკვალიფიკაცია: მუსტაფი, ფუეგო -
ტრავმა: - ტოჩე (?), პოშტიგა
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +17=10-16, (59-53)
შაბათი. 14 მარტი
ესპანიოლი-ატლეტიკო 19:00
დისკვალიფიკაცია: - სიკეირა, მანჯუკიჩი
ტრავმა: ფუენტესი (?) - არდა თურანი (?), საული
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +13=10-16, (52-57)
ეიბარი-ბარსელონა 21:00
დისკვალიფიკაცია: გარსია - ალვეში, ალბა
ტრავმა: მინერო, ვილა (?), ანხელი - ვერმალენი, ბუსკეტსი
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-3)
ვალეკანო-გრანადა 23:00
დისკვალიფიკაცია: ტიტო -
ტრავმა: ტონიო (?), კასტრო (?) - მარე, ელ-არაბი (?), მარტინსი (?), მაინსი (?), პერესი (?), ბანგურა
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5=2-2, (10-7)
სელტა-ბილბაო 01:00
დისკვალიფიკაცია: - გურპეგი
ტრავმა: ფონტასი (?), პლანასი (?), ოუბინია, კრონ-დელი (?) - ერერინი, იტურასპე, ბუსტინსა, რიკო (?), ირაოლა (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +8=13-14, (41-49)
კვირა. 15 მარტი
ალმერია-ვილიარეალი 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რუბენი - მარინი, დორადო (?), იოკიჩი, სორიანო, სანტოსი (?), ბაილი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +4=5-7, (15-19)
მალაგა-კორდობა 20:00
დისკვალიფიკაცია: - ლოპესი
ტრავმა: კამაჩო (?), სანჩესი (?), გერა (?), ხუანპი (?) - ბუსონი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +3=0-1, (10-4)
სევილია-ელჩე 22:00
დისკვალიფიკაცია: იბორა - გონსალესი
ტრავმა: კრისტოფორო, ბეტო, ტრემულინა (?) - პელეგრინი (?), ნიგესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=3-0, (11-4)
რეალი-ლევანტე 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრიგესი - ივანშიტცი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +13=1-3, (50-13)
ორშაბათი. 16 მარტი
ხეტაფე-სოსიედადი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლაფიტა, ლაგო (?), ბუენდია - ველა
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6=6-3, (15-17)
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან
შენიშვნა: ფიფას მოთხოვნით, "ალმერიას" 3 ქულა დააკლდება, თუმცა კლუბს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს და ჯერ ცხრილში ასახული არ არის.
ბომბარდირები: 30 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 14 - კარლოს ბაკა (სევილია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"