ვიდეო: ეიბარი-ბარსელონა 0:2
14 მარტს ესპანური ლა ლიგის 4 შეხვედრა გაიმართა.
ესპანეთის ჩემპიონი ბარსელონაში ჩავიდა, "ესპანიოლთან" პირველი ტაიმის მიწურულს დაკარგა მცველი მირანდა (საჰაერო დუელში იდაყვის მოქნევისთვის გააძევეს) და ვერ მოიგო - 0:0. შესაბამისად, "ატლეტიკომ" დაკარგა მესამე ადგილიც და ის "ვალენსიას" გადაულოცა.
"ეიბარმა", რომელსაც "ბარსა" პირველად სტუმრობდა, ნახევარი საათი გაძლო, მერე კი ლეო მესის დარტყმულს ხელით გადაეღობა ბორხა ეკიზა და ბასკთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მესიმ გაიტანა.
55-ე წუთზე კი მოხდა ის, რაც ესპანეთის ჩემპიონატში აქამდე არასოდეს გვინახავს - კუთხურიდან მოწოდებული მესიმ "ეიბარის" კარში თავურით გადაგზავნა. თავით ტანჩია არგენტინელს გოლები იშვიათად გააქვს ხოლმე, თუმცა პირდაპირ კუთხურის მოწოდების შემდეგ, პირველი შემთხვევაა - 0:2.
მესიმ დუბლით გოლების რიცხვი 32-მდე აიყვანა, "ეიბარმა" კი ზედიზედ მერვე მარცხი იგემა.
ესპანიოლი-ატლეტიკო 0:0
გაძევება: მირანდა (45)
ეიბარი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 მესი (31-პენ), 0:2 მესი (54)
ვალეკანო-გრანადა 3:1
გოლები: 0:1 კორდობა (8), 1:1 ბუენო (65), 2:1 ბუენო (76), 3:1 ემბარბა (94)
სელტა-ბილბაო 1:2
გოლები: 0:1 ადურისი (17-პენ), 0:2 სან ხოსე (32), 1:2 ლარივეი (64)
გაძევება: სან ხოსე (85)
1. ბარსელონა - 65 ქულა; 2. რეალი - 61; 3. ვალენსია - 57; 4. ატლეტიკო - 56; 5. სევილია - 49.
01:20 15-03-2015
ლა ლიგა. XXVII ტური: ლეო მესის პენალტი და თავური [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული