"ბარსელონას" მცველმა მარტინ მონტოიამ "ეიბართან" მატჩში ყვრიმალის ძვალი გაიტეხა და ახლა, თუკი კლასიკოზე თამაში მოუწევს, ის დამცავი ნიღბით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მესის დუბლით კატალონიელებმა ბასკები 2:0 დაამარცხეს და ჩემპიონატში კვლავ ლიდერობენ. მონტოიას დღეს-ხვალ დამცავ ნიღაბს მოარგებენ და იმით ივარჯიშებს "რეალთან" მატჩის წინ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.