მცირე მადრიდულ დერბიში "ატლეტიკომ" 2:0 დაამარცხა "ხეტაფე". ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობებიდან გავიდა, ჯერ კოკეს ჩამოწოდებულს ბრწყინვალე თავური მოაყოლა ფერნანდო ტორესმა, შემდეგ თავურით გაიტანა ტიაგო კარდოზომ. ესპანეთის ჩემპიონი კვლავ მეოთხე ადგილზეა.
გაელ კაკუტას გოლის წყალობით იმარჯვა კიდევ ერთმა მადრიდულმა კლუბმა, "რაიო ვალეკანომ" "მალაგასთან" მატჩში - 1:0. ეს "ელვების" ზედიზედ მე-4 საშინაო გამარჯვებაა.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ტურისა და მთლიანად პირველობის ცენტრალური მატჩი გაიმართება - "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.
ატლეტიკო-ხეტაფე
გოლები: 1:0 ტორესი (3), 2:0 ტიაგო (44)
ვალეკანო-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 კაკუტა (22)
გაძევება: ანხელერი (74. მალაგა)
ლევანტე-სელტა 0:1
გოლი: 0:1 შარლესი (86)
ბილბაო-ალმერია 2:1
გოლები: 1:0 ეჩეიტა (9), 2:0 მ. რიკო (26), 2:1 ბალენსიაგა (47 ს. კ.)
გრანადა-ეიბარი 0:0
1. ბარსელონა - 65 ქულა; 2. რეალი - 64; 3. ვალენსია - 60; 4. ატლეტიკო - 59; 5. სევილია - 52.