"ბარსელონადან" "ალ-სადში" - ჩავიმ ყატარელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ყატარული კლუბის "ალ-სადის" წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ამ ზაფხულს მათ გუნდში გადავა. ინტერნეტით უკვე გავრცელდა ფოტო, სადაც ჩავი კლუბის სპორტულ დირექტორთან მუჰამედ გულიამთან ერთადაა გადაღებული.

ესპანური პრესის ცნობით, ჩავიმ ყატარულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ვადის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. "ალ-სადში" 35 წლის ესპანელის წლიური ხელფასი 10 მლნ ევრო იქნება.

ყატარში თამაშის პარალელურად, ჩავი სამწვრთნელო ლიცენზიის აღებასაც იმედოვნებს. ამასთან, ჩავი ყატარის ფეხბურთის აკადემიაში კონსულტანტადაც იმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული