მადრიდის "ატლეტიკო" ილქაი გიუნდოგანს ელაპარაკება

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის შეძენა სურს.

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი 24 წლის გერმანელში ხედავს კოკესა და მარიო სუარესის პოტენციურ შემცვლელს, რომლებმაც, შესაძლოა, ზაფხულში გუნდი დატოვონ.

იტყობინებიან, რომ "ატლეტიკოს" წარმომადგენლებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები ფეხბურთელის აგენტთან.

მიმდინარე სეზონში გიუნდოგანმა 16 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ორი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული