წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე ესაუბრა ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და კლუბში კონტრაქტით გათვალისწინებულ დრომდე დარჩენა სთხოვა.
თუკი ჩავის გადაწყვეტილი აქვს კლუბის შეცვლა, ბარტომეუს სურვილია, რომ ეს მინიმუმ, 2016 წლის იანვრამდე მაინც არ გააკეთოს.
სწორედ ამ დროისთვის იწურება "ბარსელონას" წინააღმდეგ ფიფას მიერ დაწესებული სანქციების ვადა, რომლის თანახმად, გუნდის ახალ ფეხბურთელებს თამაში არ ეკრძალებათ.
ამ