"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჩავი ერნანდესს 2016 წლის იანვრამდე მოცდა სთხოვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და მწვრთნელებს არ სურთ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის ნახევარმცველ ჩავი ერნანდესთან გამოთხოვება. ამის შესახებ ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე ესაუბრა ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და კლუბში კონტრაქტით გათვალისწინებულ დრომდე დარჩენა სთხოვა.

თუკი ჩავის გადაწყვეტილი აქვს კლუბის შეცვლა, ბარტომეუს სურვილია, რომ ეს მინიმუმ, 2016 წლის იანვრამდე მაინც არ გააკეთოს.

სწორედ ამ დროისთვის იწურება "ბარსელონას" წინააღმდეგ ფიფას მიერ დაწესებული სანქციების ვადა, რომლის თანახმად, გუნდის ახალ ფეხბურთელებს თამაში არ ეკრძალებათ.

ამ
ყველაფერს წინ უსწრებდა ცნობა, თითქოს ჩავიმ წინასწარი კონტრაქტი ყატარულ კლუბ "ალ-სადთან" გააფორმა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა უარყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული