ანჩელოტი: კასილიასს "რეალში" დარჩენა სურს და ეს მეც მინდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იკერ კასილიასის გეგმებში კლუბის გამოცვლა არ შედის.

მანამდე ესპანური გამოცემები იუწყებოდნენ, რომ "რეალის" მეკარე კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მოელაპარაკა და სეზონის დასრულების შემდეგ "სამეფო კლუბს" დატოვებს.

"იკერს "რეალში" დარჩენა სურს და მეც ეს მინდა. არ მგონია, რომ ახლა მას ვინმესგან თანადგომა სჭირდება. ის საკმაოდ ძლიერია და მაღალი დონის პროფესიონალია", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს AS.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული