მადრიდის "რეალმა" "ეიბარს" უმასპინძლა. მასპინძელთა შემადგენლობაში ითამაშა კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც ამის უფლება მას მერე მისცეს, რაც წინა ტურში მიღებული ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის გაუუქმდა.
ანგარიში სწორედ მან გახსნა, პორტუგალიელმა ზუსტად ერთწლიანი პაუზის მერე შეძლო საჯარიმო დარტყმის გოლად ქცევა. პირველივე ტაიმში ხავიერ ერნანდესმა გაიტანა, მეორეში კი ანგარიშს წერტილი ხესემ დაუსვა - 3:0.
"მალაგამ" და მადრიდის "ატლეტიკომ" ფრედ, 2:2 ითამაშეს. პირველ ტაიმში სტუმრები ანტუან გრიზმანმა დააწინაურა, თუმცა მალევე ფერნანდო ტორესმა საკუთარი კარი დალაშქრა.
მეორე ტაიმში
უნაი ემერის "სევილია" 0:2-ს აგებდა "ბარსელონასთან". გოლები ლეო მესიმ და ნეიმარმა (საჯარიმო დარტყმით) გაიტანეს, თუმცა შეძლო მატჩის გადარჩენა. ჯერ ევერ ბანეგამ გაუტანა კლაუდიო ბრავოს, მატჩის მიწურულს კი ფრანგმა კევინ გამეირომ იყოჩაღა - 2:2. ამგვარად, "რეალმა" "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, "ბარსა" დომინირებდა, შემდეგ კი 3-4 წუთით მოვეშვით და ამისთვის დავისაჯეთ. ვარ თუ არა კმაყოფილი ფრით? არ ვარ მათემატიკოსი, მაგრამ დღეს ჩვენ ვლიდერობთ, ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს სტუმრად ფრედ ვეთამაშეთ. დაველოდოთ სეზონის ბოლოს და გამოჩნდება, რამდენად კარგი იყო ეს შედეგი "ბარსასთვის". ამბობენ, ნეიმარი უკმაყოფილო იყო შეცვლითო. იცით, მე ასეთ რამეებს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ".
"რაიო ვალეკანომ" 22-ე წამზე გაუტანა სტუმრად "სელტას", მაგრამ 1:6 წააგო. ამ ჩემპიონატში პირველად გაიტანა სანტი მინამ და თან ერთბაშად ოთხი გოლი.
რეალი-ეიბარი 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (21), 2:0 ხ. ერნანდესი (31), 3:0 ხესე (83)
მალაგა-ატლეტიკო 2:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (25), 1:1 ტორესი (37 ს.კ.), 2:1 სამუელი (71), 2:2 გრიზმანი (78)
სევილია-ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 მესი (14), 0:2 ნეიმარი (31), 1:2 ბანეგა (38), 2:2 გამეირო (84)
ალმერია-გრანადა 3:0
გოლები: 1:0 თომასი (45), 2:0 ესპინოსა (59), 3:0 თომასი (87)
სელტა-ვალეკანო 6:1
გოლები: 0:1 მანუჩო (1), 1:1 ლარივეი (6), 2:1 მინა (21), 3:1 ლარივეი (37), 4:1 მინა (40), 5:1 მინა (51), 6:1 მინა (56)
ხეტაფე-ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 უჩე (52 პენ.), 1:1 დიეგო კასტრო (64)
ესპანიოლი-ბილბაო 1:0
გოლი: სერხიო გარსია (40)
სოსიედადი-დეპორტივო 2:2
გოლები: 1:0 ხაბიერ პრიეტო (33 პენ.), 1:1 ლუკასი (40), 2:1 გონსალი კასტრო (57), 2:2 ხოსე ვერდუ ტოჩე (78)
კორდობა-ელჩე 0:2
გოლები: 0:1 ენცო როკო (41), 0:2 მარიო პასალიჩი (68)
გაძევება: ბორხა გარსია (81)
13 აპრილი
ვალენსია-ლევანტე