ლა ლიგა. XXXII ტური: "ელჩემ" "რეალ სოსიედადს" მოუგო

AutoSharing Option
20 აპრილს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის XXXII ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ელჩემ" "რეალ სოსიედადი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

"მანუელ მარტინეს ვალეროზე" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე მასპინძელთა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟონათასმა გაიტანა.

XXXII ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "რეალ სოსიედადი" 38 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, "ელჩე" კი 34 ქულით მე-14-ეა.

ლა ლიგა. XXXII ტური
ელჩე-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 ჟონათასი (19)
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, სისმა - მოსკერა, პაშალიჩი - ა. ნიგესი (75. კორომინასი), ფაირი (93.
ანხელი), ვ. როდრიგესი (83. ა. გონსალესი) - ჟონათასი
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, ელუსტონდო, მ. გონსალესი, დე ლა ბელია - ბერგარა (62. ველა), გრანერო - ჩაბი პრიეტო, კანალესი (62. აგირეჩე), ზურუტუზა (74. ერვიასი) - გ. კასტრო
გაფრთხილება: ნიგესი, პაშალიჩი, როდრიგესი - ბერგარა, ზალდუა, ზურუტუზა, რული
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9-4 (2-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 19 159.

ბომბარდირები:
39 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 17 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული