16 წლის მარტინ ედეგორი ანჩელოტიმ "რეალის" მთავარ გუნდში გადაიყვანა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, მარტინ ედეგორის დებიუტი მთავარ გუნდში შესაძლოა 29 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის XXXIII ტურის შეხვედრაში შედგეს, რომელშიც "სამეფო კლუბი" "ალმერიას" დაუპირისპირდება.

გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 16 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პირველ გუნდში სავარჯიშოდ პირველად გამოიძახა და ახლა ედეგორი "ალმერიასთან" შეხვედრისთვის ისევე ემზადება, როგორც "რეალის" სხვა ფეხბურთელები.

ედეგორთან ერთად, "კასტილიიდან" მთავარ გუნდში დიეგო ლორენტე, ვარელა და მაიორალიც გამოიძახეს.

მადრიდის "რეალმა" მარტინ ედეგორი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 4 მლნ ევროდ შეიძინა, მისი ხელფასი კი კვირაში 105 ათასი
ევროა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული