ესპანურ ფეხბურთში ახალი ერა იწყება

AutoSharing Option
ესპანეთის სპორტის მინისტრმა ხოსე იგნასიო ვერტმა განაცხადა, რომ საფეხბურთო ლიგებში ტელეუფლებებთან დაკავშირებით კოლექტიური ხელშეკრულების ყველა დეტალი შეთანხმებულია.

"პრიმერაში კონტრაქტის 50 პროცენტი 20 კლუბს შორის თანაბრად გადანაწილდება.

დანარჩენი 50 პროცენტი მონაწილეებს შორის ორ ეტაპად გადანაწილდება: 25 პროცენტი გასული ხუთი სეზონის შედეგების მიხედვით, დანარჩენი 25 პროცენტი კი რეპუტაციული კრიტერიუმების განხილვის შედეგების მიხედვით.

საერთო შემოსავლის 90 პროცენტი პრიმერაზე წავა, ხოლო 10 - სეგუნდაზე.

სეგუნდაში 70 პროცენტი თანაბრად გადანაწილდება, ხოლო 30 პროცენტი - გასული სეზონის შედეგების მიხედვით.

ჩვენი პროგნოზებით, ტელეუფლებების გაყიდვიდან შემოსული თანხა მილიარდ
ევროს მიაღწევს შიდა ბაზარზე, ხოლო 400-500 მილიონს - საერთაშორისო ბაზარზე", - თქვა მინისტრმა.

ტელეუფლებების გაყიდვებთან დაკავშირებით, კომენტარი ესპანური ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმაც გააკეთა.

"ეს ახალი ლიგის დაბადებაა. მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება. ჩვენ კონკურენტებს გავუწევთ მეტოქეობას და ვაჯობებთ მათ. ეს აუცილებელი იყო ჩვენი ჩემპიონატის ზრდისა და განვითარებისთვის.

ესპანური პროფესიონალური ფეხბურთისთვის ეს ახალი ისტორიაა. ესპანური ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩვენი ფეხბურთისთვის ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კლუბებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისოზე", - თქვა ტებასმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰ, ჩვენ ჩვენი ვიკითხოტ ძმაო, თორემ ეგენი როგორმე მონახავენ უკეთეს გამოსავალს.
sake
22:02 01-05-2015
0
ინგლისს დაეწევიან და ალბათ გადაასწრებენ კიდეც სამხრეთული მაფია თუ არ გაუშვეს
:) კლუბზე მინიმუმ 30მილიონი ტრანსლაციებიდან + სპონსორები + სტადიონი + + + კიდევ უფრო გაიზრდება დონე
0

სიახლეები პოპულარული