"ბარსელონა" პოლ პოგბას ტრანსფერზე სალაპარაკოდ ტურინში წარმომადგენლებს გზავნის

AutoSharing Option
"ბარსელონა" ძალას არ იშურებს საიმისოდ, რათა ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ხელში ჩაიგდოს. ესპანური მედიის ცნობით, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები მომავალ კვირაში ტურინს სწორედ ამ მიზნით ესტუმრებიან.

პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით "ბარსელონა" "იუვენტუსთან" მოლაპარაკებას მანამდეც მართავდა, თუმცა ამჯერად ოფიციალური წინადადებით პირველად მიმართავს.

კატალონიური გრანდში იმედოვნებენ, რომ პოგბა მათი გუნდის ღირსებას 2016/17 წლების სეზონში დაიცავს. შეგახსენებთ, რომ ფიფას სანქციების გამო, "ბარსელონას" ახალი ფეხბურთელის მოედანზე გაყვანა 2016 წლის იანვრამდე აკრძალული აქვს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ფეხბურთელია,მაგრამ 100 მილიონის არაფერი აქვს ამ კაცს.უბრალოდ კაი ფეხბურთელია
soso
16:02 28-06-2015
0
ნეტა რა ჯანდაბად უნდათ?
აქსიომა
23:29 27-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული