ჩირო იმობილე: "სევილიაში" ყველაფერი მომწონს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, თბილისში "სევილიის" შემადგენლობაში, ჩირო იმობილეც გვეწვევა. იტალიელ ფორვარდს ახლა ამაში ხელს მხოლოდ ტრავმა თუ შეუშლის - გუშინ, 13 ივლისს "სევილიამ" "დორტმუნდიდან" ნათხოვარი იმობილეს პრეზენტაცია გამართა.

იჯარას ვადა 2016 წლის ივნისის ბოლოს გაუვა. შეგახსენებთ, რომ 25 წლის იმობილე "დორტმუნდმა" შარშან 19 მილიონ ევროდ იყიდა "ტორინოდან", მაგრამ ვერ გაამართლა და 24 მატჩში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. იმობილეს გერმანულ გრანდთან 2019 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი.

"ძალიან ბედნიერი ვარ, "სევილიის" ოჯახის წევრი რომ გავხდი. მოხარული ვარ, რადგან "სევილია" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლუბია ევროპაში. იმედი
მაქვს, "სანჩეს პისხუანზე" იმაზე მეტხანს დავრჩები, რა ხელშეკრულებაც გავაფორმე.

ჯერ ერთი, არ მიყვარს კლუბების ხშირი ცვლა, მეორეც, აქ ყველაფერი მომწონს. მინდა დავივიწყო გასული კოშმარული სეზონი. მადლობა პრეზიდენტ მონჩის, ის ძალიან კარგად გაუძღვა ჩემი ტრანსფერის არცთუ იოლ მოლაპარაკებას.

კარლოს ბაკას იტალიაში კარგი კარიერის აწყობას ვუსურვებ. შევეცდები, ის სრულფასოვნად შევცვალო "სევილიაში", - განაცხადა პრეზენტაციაზე ჩირო იმობილემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული