მესი და ნეიმარი დაბრუნდნენ - "ბარსელონამ" გამპერის თასზე "რომა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონამ" ჟოან გამპერის თასზე "რომა" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ესპანურ გუნდს მოედანზე ლიონელ მესი და ნეიმარი დაუბრუნდნენ. სწორედ ნეიმარმა გახსნა ანგარიში შეხვედრის 26-ე წუთზე, ხოლო მესიმ მეორე გოლის გატანა 41-ე წუთზე მოახერხა. საბოლოო ანგარიში კი ივან რაკიტიჩმა 66-ე წუთზე დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მესი და მაპუ იან-მბივას შორის მატჩის დროს ინციდენტი მოხდა. მესიმ მეტოქეს ყელზე ხელი მოჰკიდა, რის გამოც არბიტრისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული