ქარიმ ბენზემამ ძვირფასი ქვებისგან დამზადებული ბურთი იყიდა

AutoSharing Option
ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა ძვირფასი ქვებისგან დამზადებული ბურთის მფლობელი გახდა.
ბურთი ნატურალური ზომისაა. მის დასამზადებლად საჭირო გახდა 72 ათასი ძვირფასი ქვა, რომელთა საერთო წონა 1250 კარატს შეადგენს.

ბენზემამ ეს ბურთი დაუკვეთა ცნობილ იუველირებს - დეივ ბლინგსა და უილ და ბოსს, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ძვირფასი ბურთის ფასმა 250 ათასი დოლარი შეადგინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული