"მინდა ბოდიში მოვიხადო იმისთვის, თუ რა ტონით ველაპარაკე გვერდით არბიტრს. ეს არასწორი საქციელი იყო. შეხვედრაში ძალიან დიდი იყო დაძაბულობა. მიუხედავად ამისა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პიროვნებებზე გადასვლა", - დაწერა პიკემ.
შეგახსენებთ, რომ "ბილბაოსთან" განმეორებითი მატჩის 56-ე წუთზე, "ბარსას" მცველმა წითელი ბარათი მიიღო გვერდითი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. ოქმში მითითებული იყო, რომ მოთამაშემ უწმაწური სიტყვით მოიხსენია ლაინსმენის დედა.
როგორც MARCA
ასეა თუ ისე, გუშინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სასჯელი გამოუტანა ფეხბურთელს - ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ეს მინიმალური სასჯელია და შეიძლებოდა პიკე 12 მატჩით ჩამოეშორებინათ ფეხბურთისთვის.
მოკლედ, ჟერარდი გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ოთხ ტურს - "ბილბაოს", "მალაგას", "ატლეტიკოსა" და "ლევანტეს" წინააღმდეგ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"