ჟერარდ პიკე მსაჯის გინებისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ საკუთარი "ტვიტერის" მეშვეობით ბოდიში მოიხადა ესპანეთის სუპერთასზე მომხდარი ინციდენტის გამო.


"მინდა ბოდიში მოვიხადო იმისთვის, თუ რა ტონით ველაპარაკე გვერდით არბიტრს. ეს არასწორი საქციელი იყო. შეხვედრაში ძალიან დიდი იყო დაძაბულობა. მიუხედავად ამისა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პიროვნებებზე გადასვლა", - დაწერა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ "ბილბაოსთან" განმეორებითი მატჩის 56-ე წუთზე, "ბარსას" მცველმა წითელი ბარათი მიიღო გვერდითი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. ოქმში მითითებული იყო, რომ მოთამაშემ უწმაწური სიტყვით მოიხსენია ლაინსმენის დედა.

როგორც MARCA
წერს, კატალონიურმა კლუბმა სცადა ფეხბურთელის გამართლება იმით, რომ, როდესაც მსაჯის დედას "მეძავი" უწოდა, პიკეს პირადად არბიტრისთვის არ მიუმართავს და გავრცელებული კატალონიური გამოთქმა გამოიყენა.

ასეა თუ ისე, გუშინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სასჯელი გამოუტანა ფეხბურთელს - ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ეს მინიმალური სასჯელია და შეიძლებოდა პიკე 12 მატჩით ჩამოეშორებინათ ფეხბურთისთვის.

მოკლედ, ჟერარდი გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ოთხ ტურს - "ბილბაოს", "მალაგას", "ატლეტიკოსა" და "ლევანტეს" წინააღმდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენ სართულიანიც იყო, იმდენი დღით დასაჯეს..
ქუთაისელი
14:30 20-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული