"ბარსელონას" კლაუდიო ბრავო დააკლდა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ კლაუდიო ბრავომ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ჩილელ მეკარეს მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება აქვს. ფეხბურთელის გამოჯანმრთელების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბრავოს მონაწილეობა ლა ლიგის მესამე ტურის მატჩში მადრიდის "ატლეტიკოსთან" კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"ატლეტიკო"-"ბარსელონას" მატჩი 12 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული