ლიონელ მესიმ ვარჯიში იმ იმედით განაახლა, რომ "ელ კლასიკოში" ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი თავს არ ზოგავს, რათა ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ითამაშოს. არგენტინელმა ფეხბურთელმა გუნდის ბოლო წვრთნაზე ბურთით ივარჯიშა და ირბინა.

თავის მხრივ, კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ იმედი გამოთქვა, რომ ლეო უპრინციპულეს მატჩში თამაშს მოახერხებს, რომელიც 21 ნოემბერს, მადრიდში შედგება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მესი მომავალ "კლასიკოში" თავის გუნდს ვერ დაეხმარებოდა, რადგან ფეხის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში, "ლას პალმასთან" მატჩში მუხლის მყესები დაიზიანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული