თავის მხრივ, კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ იმედი გამოთქვა, რომ ლეო უპრინციპულეს მატჩში თამაშს მოახერხებს, რომელიც 21 ნოემბერს, მადრიდში შედგება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მესი მომავალ "კლასიკოში" თავის გუნდს ვერ დაეხმარებოდა, რადგან ფეხის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში, "ლას პალმასთან" მატჩში მუხლის მყესები დაიზიანა.