ტიაგო მენდეში მადრიდის "ატლეტიკოს" 3 თვით დააკლდება

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ესპანიოლის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება (1:0) მადრიდის "ატლეტიკოს" ძვირი დაუჯდა.

გუნდის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ტიაგო მენდეშმა წვივის ძვალი გაიტეხა.

"ატლეტიკოს" პრეზიდენტის, ენრიკე სერესოს თქმით, 34 წლის ფეხბურთელი მადრიდულ გუნდს 3 თვით დააკლდება. პორტუგალიელს კვირას ოპერაცია ჩაუტარდება.

13 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში "ატლეტიკო" მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული