გუნდის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ტიაგო მენდეშმა წვივის ძვალი გაიტეხა.
"ატლეტიკოს" პრეზიდენტის, ენრიკე სერესოს თქმით, 34 წლის ფეხბურთელი მადრიდულ გუნდს 3 თვით დააკლდება. პორტუგალიელს კვირას ოპერაცია ჩაუტარდება.
13 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში "ატლეტიკო" მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩება.