მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონას" ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"ბარსელონას" გერმანელმა გოლკიპერმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მუხლის ტრავმა მიიღო.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა, მას 2 დეკემბერს კოპა დელ რეიზე უნდა ეთამაშა, "ვილიანოვენსეს" წინააღმდეგ. ტერ შტეგენმა, შესაძლოა, ვერც 9 დეკემბერს ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ლევერკუზენის" წინააღმდეგ.

ლა ლიგის მატჩებში "ბარსელონას" კარში ისედაც კლაუდიო ბრავო დგას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული