მადრიდის "ატლეტიკო" "სელტას" კაპიტნით დაინტერესდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" "სელტას" არგენტინელი ნახევარმცველით, აუგუსტო ფერნანდესით დაინტერესდა.

29 წლის ფეხბურთელის სახით, მადრიდელებს ტიაგო მენდეშის შემცვლელის დამატება სურთ, რომელიც რამდენიმე თვით გამოაკლდა გუნდს.

აღსანიშნავია, რომ უფლებების 50%-ს ფერნანდესზე არგენტინული გუნდი "ველეს სარსფილდი" ფლობს. ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ თუ "ველესი" გადაწყვეტს ნახევარმცველის გაყიდვას, 5 მილიონადაც შეუძლია წავიდეს ისე, რომ "სელტა" ვერაფერს იზამს.

მიმდინარე სეზონში "სელტას" კაპიტნის ანგარიშზე 11 შეხვედრაა, სადაც მან თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული