ალეხანდრო გრიმალდო კარიერას ლისაბონის "ბენფიკაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მცველი ალეხანდრო გრიმალდო კარიერას ლისაბონის "ბენფიკაში" გააგრძელებს.

ამის შესახებ პორტუგალიური გრანდის ოფიციალური საიტი იუწყება.

20 წლის გრიმალდო "არწივებში" 2021 წლამდე დარჩება. მისი სატრანსფერო ფასი 1,5 მილიონი ევროა, კატალონიური გრანდი გრიმალდოს შემდგომი გაყიდვიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს.

გრიმალდომ ამ სეზონში "ბარსას" დუბლებში 17 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ის ევროპის ჩემპიონია იუნიორებს შორის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული