მადრიდის "ატლეტიკომ" აუგუსტო ფერნანდესი გაიფორმა

AutoSharing Option
ესპანური "სელტას" ნახევარმცველი აუგუსტო ფერნანდესი კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ მადრიდული გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. მადრიდელებმა ფეხბურთელში 6,5 მილიონი ევრო გადაიხადეს, თავად ფერნანდესი კი ხელფასის სახით წლიურად 1,8 მილიონ ევროს მიიღებს.

მიმდინარე სეზონში 15 ჩატარებულ შეხვედრაში ფერნანდესის ანგარიშზე ერთი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" ასევე ზაფხულში ნაყიდი მატიას კრანევიტერი შემოუერთდა, რომელიც აქამდე არგენტინული "რივერ პლეიტის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული