ზინედინ ზიდანისა და ლუის ენრიკეს ჩხუბი ფეხბურთელობის დროს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ელ კლასიკო" ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩეოდა, თუმცა 2003 წლის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება ორმაგად უფრო საინტერესო გამოდგა, ვიდრე სხვები.

პირველი იმიტომ, რომ მოედანზე ხელჩართული დაპირისპირება მოხდა ზინედინ ზიდანსა და ლუის ენრიკეს შორის და მეორე - ეს ორივე ფეხბურთელი ახლა იმ გუნდების მთავარი მწვრთნელია, რომელშიც თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ერთერთი დიდ ფეხბურთელთაგანი იყო ზიდანი მაგრამ მატერაცთან ინციდენთმა წყალი გადაასხა მთელს მის წარსულს. ფინალში ნულით ნულზე რომ გუნდს დააღალატებ და ათი კაცით დატოვებ რაღა პროფესიონალიზმზე შეიძლება გქონდეს პრეტენზია?
გოგა
06 იანვარი 2016 11:54
0
ზიზუ ბინძური ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა (როგორ უნდა გიყვარდეს მატერაცი ეს,რომ დაწერო.ვხუმრობ.)ის იყო მეგავარსკვლავი,ფეხბურთელი რომელიც საოცრებებს ხატავდა მინდორზე,მსგავსი ფეხბურთელები აყვარებენ ფეხბურთს, ქომაგთა აბსოლუტურ უმრავლესობას.უბრალოდ,ზიზუ არ იყო დამთმობი მოთამაშე (გენი თავისას აკეთებს)ანუ,მარჯვენა ლოყის შემდეგ მარცხენას არ მიუშვერდა.მსგავსი გენიოსები უფალს იშვიათად გამოყავს ასპარეზზე. (ყველა სფეროში)თუმცა ვერ ამიხსნია, მესი;ეს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ფეხბურთის ისტორიაში, ასე სწრაფად რატომ მოავლინა.ნუთუ დიდი პაუზა გველის წინ.
sake
06 იანვარი 2016 11:46
0
გამოიყვანეს ალჟირელი წმინდანად :დ დიდი ფეხბურთელი რომ იყო არავინ დავობს, მაგრამ ბინძური რომ იყო პეპესავით ეგეც ფაქტია. ერთი ფაქტი აქ დევს, მეორე მატერაციზე კი გეცოდინებათ, მაგის გარდა რაც მაგას წითელ-ყვითლები აქვს იუვეში მთელ ბარსას არ ექნება ერთად ))

პ.ს. ისე ზიდანის ზიზღი ბარსას ფანობას რატო უნდა ნიშნავდეს? რეალში არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია (ერთ ფინალს თუ არ ჩავთვლით) და დალშე ის გალაქტიკო ლიონის ბულკი იყო
mindia
06 იანვარი 2016 11:13
0
ნელ ნელა ვრწმუნდები, რომ ხალხს ფეხბურთი ისე აქვს გაგებული, როგორც ვაჟა ზაზაევიჩს (ცისფერი მთებიდან), ერთხელ უყურეს კადრს მატერაცი რომ დასვა და აკეთებენ ისეთ კომენტარებს, თითქოს ისიც იცოდნენ რამდენი მოთამაშეა სტადიონზე :P
zura
06 იანვარი 2016 10:04
0
კოტეს და ანტიზიდანისტებს-ზიდანის ზიზღი თქვენგან ნიშნავს ბარსას ფანობას და ბრაზილიის თავგადაკლულ ქომაგობას, რომელთაც სძულთ ზიდანი...მერე წითელი ბარათები რა შუაშია, ზიდანი სულ იყო იმ ფეხბურთელების პროვოკაციების მსხვერპლი, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში დაკავებულნი იყვნენ უხეშობით მის მიმართ...ბინძური რომ ყოფილიყო ზიდანი, 200-ჯერ მაინც დაწრდა წიგნს მატერაცივით იმ კონფლიქტზე...
asurbanifali
06 იანვარი 2016 09:34
0
რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვისზე რას ფიქრობს და როგორ ფეხბურთელად თვლის, ჯობია საკუთარი აზრი გქონდეს საკითხზე.ჟურნალისტებს ყავთ თავიანთი ფავორიტები, რომლებზეც ცუდს არ დაწერენ. უამრავ სისულელეს ამტკიცებენ ჟურნალისტები და ყველაფერს თუ დაუჯერე...
zvel gulshematkivars
06 იანვარი 2016 09:06
0
უხ, რა დრო იყო, ამ ელკლასიკოებმა შემაყვარეს ბარსა
maka
06 იანვარი 2016 04:08
0
კარიერაც წითელი ბარათით დაამთავრა და თან რა მნიშვნელობის მატჩში.:)
gio
05 იანვარი 2016 22:33
0
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, აქ დაფიქსირებული კომენტარების ავტორთა დიდ ნაწილს ზიდანი, როგორც ფეხბურთელი არ, ან ძალიან ცუდად ახსოვს. არავინ(!), მსოფლიოში ზიდანს "ბინძურ ფეხბურთელად" არ თვლის, არ თვლიდა და არც შეიძლება სხვანაირად - არ არსებობს რაიმე სერიოზული საფუძველი. რაც შეეხება, ზიდანს როგორც ფეხბურთელს, პელეს, მარადონას, ბოლო დროს, მესის შემდეგ თუ ვინმეს ასახელებს საფეხბურთო სამყარო- ზიდანია(!) / კრუიფი, ბეკენბაუერი, პლატინი, რონალდო და რონალდუ, რონალდინიო, გარინჩა, რუმენიგე.../. ნუ "გადააყოლებთ" "ბარსელონას" გულშემატკივრობას ობიექტურობას. :)))
"ძველი" გულშემატკივარი
05 იანვარი 2016 22:30
0
გეთანხმებით მართლა ბინძური ტიპი იყო ზიდანი
zuriko
05 იანვარი 2016 21:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული