"ნეიმარი ყოველ წელს უფრო კარგად თამაშობს და სამი წლის განმავლობაში ის აუცილებლად მიიღებს "ოქროს ბურთს".
პირველ სეზონში ის, უბრალოდ, მესის მსახური იყო, მეორე სეზონში მისი პარტნიორი გახდა, ახლა კი მას სრული თავისუფლება აქვს, რადგან თავს საუკეთესოდ მიიჩნევს.
მოედანზე ნეიმარი ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს. მისი თამაში ძალიან უყვართ. ის არის არტისტი, რომელიც უმაღლეს ტექნიკას იმპროვიზაციასთან აერთიანებს. ეს კი ორიგინალურია, ლამაზი და ამავე დროს, ეფექტური",
მომზადებულია fourfourtwo.com-ის მიხედვით