ხორხე ვალდანო: თავიდან ნეიმარი მესის მსახური იყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ "ბარსელონას" ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარის პროგრესზე ისაუბრა.

"ნეიმარი ყოველ წელს უფრო კარგად თამაშობს და სამი წლის განმავლობაში ის აუცილებლად მიიღებს "ოქროს ბურთს".

პირველ სეზონში ის, უბრალოდ, მესის მსახური იყო, მეორე სეზონში მისი პარტნიორი გახდა, ახლა კი მას სრული თავისუფლება აქვს, რადგან თავს საუკეთესოდ მიიჩნევს.

მოედანზე ნეიმარი ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს. მისი თამაში ძალიან უყვართ. ის არის არტისტი, რომელიც უმაღლეს ტექნიკას იმპროვიზაციასთან აერთიანებს. ეს კი ორიგინალურია, ლამაზი და ამავე დროს, ეფექტური",
- თქვა ვალდანომ.

მომზადებულია fourfourtwo.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული