შემდეგ ეტაპზე გავიდა "ბარსელონა", რომელმაც საკუთარ მოედანზე ბილბაოს "ატლეტიკი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა (პირველი მატჩი 2:1).
"კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში ანგარიში ინიაკი უილიამსმა მე-12 წუთზე გახსნა და სტუმრები დააწინაურა. მეორე ტაიმში ლუის სუარესმა (53) გაათანაბრა, 81-ე წუთზე კი გატანილი გოლით ჟერარდ პიკე გამოირჩა. საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნეიმარმა დააფიქსირა.
გათამაშების ნახევარფინალშია ვიგოს "სელტაც", რომელმაც პირველი უგოლო დაპირისპირების შემდეგ, მადრიდში "ატლეტიკოს" ანგარიშით 3:2 სძლია.
22-ე წუთზე სტუმრები ანგარიშში წინ
ესპანეთის თასზე კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა დღეს გაირკვევა - "მირანდესი" "სევილიას" უმასპინძლებს, ხოლო "ლას პალმასი" - "ვალენსიას".