რადამელ ფალკაომ მადრიდის "ატლეტიკოში" სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ლონდონის "ჩელსის" ფორვარდი რადამელ ფალკაო მადრიდში იყო ჩასული და ყოფილ გუნდ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტიც უნდა გაეფორმებინა.

საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა და ფალკაო ლონდონში დაბრუნდა.

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, კოლუმბიელმა ფორვარდმა მადრიდულ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებულად ვერ გაიარა და სწორედ ეს გახდა ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი. რა პრობლემა დაუდგინეს მადრიდელმა ექიმებმა ფალკაოს სამედიცინო შემოწმებისას, უცნობია.

გუშინ კი, 3 თებერვალს, ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ფალკაო კლუბის ახალი ბრაზილიელი ფორვარდით, ალეშანდრე პატოთი ჩაანაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი "მონაკოს" საკუთრებაა, "ჩელსიში" კი იჯარის
წესით ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული