"ბარსელონას" სპორტული დირექტორი: მესი 2021 წლამდე ჩვენთან რჩება

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი კლუბში მინიმუმ 2021 წლამდე დარჩება.

ამის შესახებ "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა რობერტ ფერნანდესმა ისაუბრა.

"დიახ, ეს მართალია, მესი კლუბში მინიმუმ 2021 წლამდე დარჩება. საუბარია ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე. ბევრი ფიქრობს, რომ მესი მალე მოუკლებს თამაშს, მაგრამ ეს ასე არაა. მას ჯერ კიდევ არაერთი წარმატების მოტანა შეუძლია გუნდისთვის, ამიტომ კიდევ არაერთ სეზონს გაატარებს "ბარსაში", - განაცხადა ფერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული