გარი ნევილი "ვალენსიიდან" წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
"ვალენსიამ" ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში შინ წააგო "სელტასთან" (0:2) და კიდევ ერთხელ აგორდა ხმების ტალღა, რომ დრო მოვიდა გარი ნევილის წასვლის, თუმცა "ღამურების" ინგლისელი თავკაცი უარყოფს ამ ხმებს და აღნიშნავს, რომ გადადგომას არ აპირებს და კლუბის ხელმძღვანელობის ნდობაც ისევ აქვს.

"ვადასტურებ, რომ კარგ სიტუაციაში არ ვიმყოფებით, მაგრამ ახლა მხოლოდ მომავალ მატჩებზე კონცენტრაცია გვმართებს და არა ჭორებზე აყოლა.

ახლა არც გამართლების ძებნის დროა და არც ურთიერთბრალდებების, ახლა გამოსავლის პოვნის დროა.

"ვალენსიაში" ვრჩები და ეს სწორი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ნევილმა, რომლის სამწვრთნელო
კარიერაც ცუდად დაიწყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული