გუშინ "ვალენსიას" ხელმძღვანელობამ გარი ნევილი, მაგრამ არა მისი ასისტენტები (მათ შორის, უმცროსი ძმა, ფილი) სამსახურიდან დაითხოვა.
შეგახსენებთ, რომ "ღამურების" აზიელმა ბიზნესმენმა პიტერ ლიმმა დანიშნა თავისი კარგი ნაცნობი ნევილი, რომელსაც "სქაი სპორტსიდან" წამოსვლა მოუწია. ეს მოხდა დეკემბერში, როცა გუნდმა თანამდებობიდან პორტუგალიელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ გაათავისუფლა.
თამამმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა, ნუნუს გუნდი კიდევ უფრო გამართულ
"ვალენსიას" დროებით თავკაცად პაკო აიესტარანი დაინიშნა, რომელიც "ლივერპულში" რაფაელ ბენიტესის ასისტენტი გახლდათ. ფილ ნევილი პაკოს სამწვრთნელო შტაბში რჩება.
ლიმი ბოლომდე ენდობოდა გარი ნევილს, მაგრამ ბოლოს შეშინდა, ნევილის "ვალენსია" სულაც არ გავარდნილიყო პრიმერადან. გარი სამწვრთნელო კარიერას მაინც აგრძელებს, ის ხომ ინგლისის ნაკრებში როი ჰოჯსონის ერთ-ერთი ასისტენტია.
41 წლის ნევილმა 16 მატჩში მხოლოდ 14 ქულა მოაგროვა "ვალენსიაში". "მადლობა "ვალენსიას" ხელმძღვანელობას, ფანებს, მოცემული შანსისთვის. მე გაგრძელება მინდოდა, მაგრამ მესმის, რომ მწვრთნელს, პირველ რიგში, შედეგებს სთხოვენ", - განაცხადა გარი ნევილმა.
გარი ნევილი ციფრებში
* "ვალენსია" - 28 თამაში - 10 მოგება, 7 ფრე, 7 წაგება, ბურთები - 39-38* 35,7% ნევილის მოგებათა პროცენტი.
* 0 - ამდენჯერ დაასრულა ნევილის "ვალენსიამ" ნულზე.
* ნევილის "ვალენსიამ" ლა ლიგაში მხოლოდ სამი თამაში მოიგო.
* "ვალენსია" გავარდნის ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"