"ვოლფსბურგი" მადრიდის "რეალთან" შეხვედრაში მსაჯებს უფრთხის

AutoSharing Option
გერმანული "ვოლფსბურგის" გენერალური მენეჯერი კლაუს აპლოფსი მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის წინ მსაჯებს უფრთხის.

შეგახსენებთ, რომ ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ვოლფსბურგმა" შინ მადრიდელები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

"მადრიდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგალითად, მსაჯის შეცდომები. არაა გამორიცხული, რომ ეს მოხდეს, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ურთულესი მატჩი გველის", - განაცხადა მენეჯერმა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა ხვალ, 12 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული