ამ გადაწყვეტილების შესახებ სპეციალისტმა თავის უახლოეს გარემოცვას აცნობა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, მადრიდის "ატლეტიკოსთან" წაგებასა და ტურნირიდან გამოთიშვას ლუის ენრიკე ძალიან განიცდიდა, თუმცა საბოლოოდ მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ეს არასაკმარისი მიზეზია თანამდებობის ვადამდე დატოვებისთვის. კატალონიურ გუნდს ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისა და ქვეყნის თასის მოგება ჯერ კიდევ შეუძლია.