ინტერნეტში "ბარსელონას" 2016/17 წლების სეზონის საშინაო ფორმის ფოტო გამოჩნდა

AutoSharing Option
ინტერნეტში "ბარსელონას" ახალი საშინაო ფორმის ფოტო გამოჩნდა. კატალონიელებმა და Nike-მა უარი თქვეს განივზოლიან მაისურებზე, რომლებითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თამაშობდნენ და არჩევანი ტრადიციულ, ვერტიკალურად დაზოლილ ვარიანტზე შეაჩერეს.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" მაისურებზე, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, არ ჩანს სპონსორის სახელწოდება, რაც კლუბსა და Qatar Airways-ს შორის მოლაპარაკებებში არსებული პრობლემებითაა გამოწვეული. ცნობისთვის, "ბარსელონა" 2006/07 წლების სეზონამდე მაისურზე სპონსორის სახელს არ აწერდა.

"ბარსელონამ" და Nike-მა კონტრაქტი მაისში გაახანგრძლივეს, მათი თანამშრომლობა კი 1998 წლიდან გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, გუნდმა ესპანეთის
ჩემპიონატი და თასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული